500 ლარი 1 კაცზე სპეცოპერაციისას განადგურებული სახლებისთვის – მერია დაზარალებულებს ეხმარება

500 ლარი 1 კაცზე სპეცოპერაციისას განადგურებული სახლებისთვის - მერია დაზარალებულებს ეხმარებათბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი გადაეცემა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს.
მერიის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17.500 ლარი გამოიყო.

ინტერპრესნიუსი