”დაჩაგრულები უნდა დავიცვა” _ ”უცნობი” არასამთავრობოს ქმნის

”დაჩაგრულები უნდა დავიცვა” _ ”უცნობი” არასამთავრობოს ქმნისგია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი” არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს. ის აცხადებს, რომ ახალ ორგანიზაციაში მისი ის თანამებრძოლები გაერთიანდებიან, ვისთან ერთადაც უბრძოლია. “უცნობი” ამბობს, რომ ორგანიზაციის მთავარი მიზანი სახელმწიფოს მიერ დაჩაგრული და უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების დაცვა იქნება.

– ვაპირებ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას იმ ადამიანებთან ერთად, ვისთან ერთადაც მიბრძოლია. ყველასი, ვინც დაჩაგრულია და ჩემნაირ სიტუაციაში ჩავარდა, იმის ამბები რომ გავასაჯაროო და გამოვიკვლიოთ რა ხდება. არიან ადამიანები, ვინც წამოვა ამ ბრძოლაში. თუ ეს მართალი ბრძოლაა, ყველა ჩემი მეგობარი, ვისთანაც მიბრძოლია, მართლა წამოვა. ჯერჯერობით არ ვიცი რა ერქმევა ამ ორგანიზაციას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასოცირებული იქნება ყველა დაჩაგრულის დახმარებასთან, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია “იბერიასთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ტენდერებთან დაკავშირებულ საკითხზე სასამართლოს გზით შეეცდება საკუთარი სიმართლის დამტკიცებას.

მისი განცხადებით, თუკი ეს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში ვერ მოხერხდება, ევროპულ ინსტანციებს მიმართავს.

მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა, სასამართლოს მიმართოს.

იმედინიუსი