დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომაეს ირჩევენ – ლევან ჯანაშია მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს

დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომაეს ირჩევენ - ლევან ჯანაშია მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს„ადვოკატთა ასოციაცია“ არჩევნების მეორე ტურს მართავს. მეორე ტურში ერთმანეთს დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია უპირისპირდებიან. თუმცა როგორც ირკვევა, ლევან ჯანაშია მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას.

მისი თქმით, ის მეორე ტურის ჩატარების აკრძალვას ითხოვდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი ძირითადი არჩევნების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მეორე ტური არ ვთვლი, რომ ლეგიტიმურია, კანონიერად არის დანიშნული, ამიტომ არ ვაპირებ ამაში მონაწილეობის მიღებას,“ – განაცხადა ჯანაშიამ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი მეორე ტურის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს.

„მეორე ტური არის ლეგიტიმური… ასათიანმა მიიღო უფრო მეტი ხმა, ვიდრე ყველა კანდიდატმა ერთად და ჯანაშიამ და მისმა გუნდმა, რადგან დაიწყო, რომ არასწორად რაღაც მოხდა, სპეციალურად დავნიშნეთ მეორე ტური,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ზატიაშვილი აღნიშნავს, რომ ჯანაშია მეორე ტურში მონაწილეობას იღებს, რადგან მას კანდიდატურა არ მოუხსნია.

დღეს არჩევნებში მონაწილეობას ფორმალურად ორი კანდიდატი, პირველ ადგილზე გასული დავით ასათიანი და მეორე ადგილზე გასული, ლევან ჯანაშია, იღებს.