კულტურის სამინისტროში მიხეილ გიორგაძესა და მწერლებთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა.
გიორგი გახარიამ პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოს არასასიამოვნო მომენტი უწოდა. მისი თქმით საქმე უნდა იყოს მაღალი ობიექტურის ხარისხით გამოძიებული:
– რატიანის ქეისმა დისონანსურად გაიჟღერა, უნდა იყოს მაღალი ობიექტურის ხარისხით გამოძიებული. ვიდეოს გავრცელება იყო არასასიამოვნო მომენტი, თუმცა ძირითადი კომპონენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების რეაგირებაზე. მე არ ვიცი ამ საქმის სრული დეტალები სრულ ვიდეო ვერსიასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ვიცი, სრული ვერსიაც დევს სადღაც ინტერნეტში, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, საპოლიციო სისტემა მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული და სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის ნდობა უნდა გაღრმავდეს.
– ჩვენი მთავარი ამოცანაა საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების აქტიური ჩართვა. არის ნდობის პრობლემები, კითხვის ნიშნები. ჩვენი კარი ღიაა. ჩვენი მიზანია, მომავალზე ორიენტირებული სისტემის რეფორმირება. ეს არის უმნიშვნელოვანესი. მოქალაქეზე უნდა იყოს საპოლიციო სისტემა ორიენტირებული. როგორ გავაღრმავოთ ნდობა, ეს არის მთავარი, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ნიუპოსტი

