დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი 3.200 Phaethon-ი უახლოვდება. ამის შესახებ NASA-ს ცენტრი იტყობინება.
ციური სხეული დედამიწას 17 დეკემბერს 10.313.040 კილომეტრზე მოუახლოვდება.
3.200 Phaethon-ის დიამეტრი 5,1 კილომეტრია. ის აპოლონების ჯგუფს მიეკუთვნება. ასტეროიდს გამობურცული ორბიტა აქვს და მზესთან ახლოს მიდის, სწორედ ამის გამო მას კომეტის თვისებები აქვს.
imedinews.ge

