ქორეპისკოპოსი იაკობი – “მოსკოვში ვიზიტში ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ“

ქორეპისკოპოსი იაკობი - "მოსკოვში ვიზიტში ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ“პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს.

– ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს, – განუცხადა მეუფემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე აფხაზეთის საკითხზე იქნება საუბარი.

– როდესაც რაღაც საკითხებია, ჯგუფები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. შემდეგ ჩვენ ეკლესიაშიც განვიხილავთ. სახელმწიფო ინტერესებსაც უნდა უთანხმდებოდეს და ეკლესიის ინტერესებსაც. ამაში ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს. გააჩნია რა შედეგები მოყვება. ეს ჯგუფი არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თავად გადაწყვიტოს საკითხები. პატრიარქთან შეთანხმების გარეშე, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, – განაცხადა ქორეპისკოპოსმა.

4 დეკემბერს, მოსკოვში დაგეგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციის წევრები მოსკოვში დღეს გაემგზავრებიან.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ნიუპოსტი