საშიში ბაქტერია ლეპტოსპიროზით აჭარაში მესამე ადამიანი გარდაიცვალა

საშიში ბაქტერია ლეპტოსპიროზით აჭარაში მესამე ადამიანი გარდაიცვალაიმედინიუსის ცნობით, საშიში ბაქტერია ლეპტოსპიროზით აჭარაში წელს მესამე ადამიანი გარდაიცვალა.

ერთერთი დაღუპული დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილი ხორცის დამუშავების შედეგად დაავადდა. ახლობლების ინფორმაციით, მათ სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს, თუმცა ინფიცირებულის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ლეპტოსპიროზი მწვავე გენერალიზებული ინფექციაა, რომელსაც ლეპტოსპირების გვარის ბაქტერია იწვევს. ხშირდება ზაფ­ხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა მისი ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში აღირიცხება. ლეპტოსპ­იროზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება, ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული, ინფექციაგადატანილი და ინფექციის მატარებელი ცხოველები: ტყის მემინდვრია, თაგვი, ვირთაგვა, ზღარბი, ძროხა, ღორი, ძაღლი და სხვა, – რომლებიც შარდით აბინძურებენ წყალს, ნიადაგს, საკვებს. ადამიანი ასეთ წყალსა და ნიადაგთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება.

ლეპტოსპიროზს ახასიათებს ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, კუნთების მკვეთრი ტკივილი, ღვიძლის, თირკმელების, ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემის დაზიანება, მძიმე შემთხვევაში