პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა, თემირლან მაჩალიკაშვილი შესაძლოა, თბილისში გადმოიყვანონ. დაჭრილის ახლობლები აცხადებენ, რომ ექიმები გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დღის ბოლოს დაჭრილის მდგომარეობას შეისწავლიან.
თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ საადმყოფოში ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მესამე დღეა მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ნიუპოსტი

