ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყება

ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბერს დაიწყებასაჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და ორ კვირას გასტანს. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს თავად უნივერსიტეტების ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

თბილისის ბაგა-ბაღები აღსაზრდელებს 22 დეკემბერს დაითხოვენ, ზამთრის არდადეგები დაიწყება 25 დეკემბრიდან, 15 იანვარს კი სააღმზრდელო პროცესი ბაგა-ბაღებშიც განახლდება.