ბიძინა ივანიშვილს გურამ აბსანძემ 3 ხე მიჰყიდა

ბიძინა ივანიშვილს გურამ აბსანძემ 3 ხე მიჰყიდასამეგრელოდან ბიძინა ივანიშვილის კიდევ სამი ხე გადააქვს შეკვეთილში თავის აგარაკზე. ზუგდიდში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი იტყობინება, ივანიშვილმა ასწლოვანი, მარადმწვანე მუხა ყოფილი მაღალჩინოსნის გურამ აბსანძისგან შეიძინა.

ხეების ტრანსპორტირება ჯერ ანაკლიაში უნდა მოხდეს, საბოლოო ჯამში ხეები ანაკლიდან შეკვეთილამდე ზღვით მოხვდება.

ივანიშვილს სამეგრელოდან სულ 15 უნიკალური ჯიშის ხე აქვს წამოღებული.