გიორგი ჭანტურიას მამა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

გიორგი ჭანტურიას მამა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანესრუსთავში გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელ სახლში, რომელსაც სამართალდამცავები ჩხრეკენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. აღნიშნული, ჭანტურიას მამის, ზურაბ ჭანტურიას შეუძლოდ გახდომას უკავშირდება.

ექიმის განცხადებით, ზურაბ ჭანტურია გულ-მკერდის არეში ტკივილებს უჩივის, ამის გამო მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭანტურია ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს და 40 საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, მას ბრალი ვერ წარუდგინეს. ჭანტურიას თბილისისა და რუსთავის საცხოვრებელ სახლებში სამართალდამცავები მოსამართლის დადგენილების საფუძველზე განმეორებით ჩხრეკას აწარმოებენ.