– დღეს იყო სპონტანური შეხვედრა,- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც პოეტ ზვიად რატიანის საკითხზე იყო საუბარი:
– დღეს იყო სპონტანური შეხვედრა იმიტომ, რომ ჩვენ შევიკრიბეთ შეხვედრა გვქონდა ბორდში, განსახილველი გქვონდა მათ შორის ეს საკითხიც. ჩვენ ავუხსენით დამსწრე საზოგადოებას, რომ ბორდი არის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს თავისი პროცედურები და ამ პროცედურების დაცვით მოხდება მოკვლევაც, გამოკვლევაც და რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ რაც არის სამართლებრივად განსაზღვრული, – განაცხადა გოგელიამ.

