მაღლაფერიძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

მაღლაფერიძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს          საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ შესაძლოა დღეს, ან უახლოეს დღეებში თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს. არაოფიციალურად, დღის წესრიგში მაღლაფერიძის თანამდებობის დატოვების საკითხი მოამბის მიერ, პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ დადგა. როგორც მაღალაფერიძემ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან წინა კვირას გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მოამბის მიერ შსს-დან გამოთხოვილი ვიდეომასალის გავრცელებაზე პასუხისმგებლობას თავად იღებდა.

ვიდეოს გავრცელებას საზოგადოების ერთ ნაწილში მწვავე რეაქცია მოჰყვა. მწერლებმა, პოეტებმა , მესამე სექტორმა და ოპოზიციამ მაუწყებელი შეურაცხმყოფელი ვიდეოს გავრცელებაში დაადანაშაულა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ კი საზმაუ ქარტიის პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.
ზვიად რატიანის ვიდეოსთან ერთად, ბორდის წევრთა ნაწილის, არასამათავრობოების და ოპოზიციის ნაწილის პროტეტსი მაღლაფერიძის იმ გადწყვეტყილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც მან მოამბის ევროპის ბიურო დახურა.

შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებლი ინფორმაციის გადასამოწმებლად “პირველი რადიო” ვასილ მაღლაფერიძეს დაუკავშირდა, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.