რატომ ეშინიათ ადამიანებს რენტგენის და ულტრაბგერითი კვლევების

რატომ ეშინიათ ადამიანებს რენტგენის და ულტრაბგერითი კვლევებისკვლევის ყველა მეთოდი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის გაშუქებასთან არის დაკავშირებული, ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიშად და “რადიაციის” საფრთხედ მიაჩნიათ.  სინამდვილეში ეს კვლევები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

არსებობს კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის დროსაც ადამიანი დასხივებას მართლაც იღებს. არის ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომელსაც რადიაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ულტრაბგერითი კვლევების დროს, ისევე როგორც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისას, იყენებენ არაიონიზებულ გამოსხივებას – ამ ტალღებს ძალიან მცირე ენერგია აქვთ, ისინი დეენემს ვერ დააზიანებს, მაგალითად, ვერ გააცხელებს ქსოვილს.

არსებობს რენტგენოგრაფია – ეს არის მეთოდი, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიის მსგავსად დაფუძნებულია იონიზებულ გამოსხივებაზე, კერძოდ ისეთზე, რომელსაც შეუძლია ატომებს ელექტრონები მოწყვიტოს (და ამ გზით იონები შექმნას) და დეენემის გადაგვარების პროვოცირება მოახდინოს. თუმცა იმის თქმა, რომ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და რენტგენოგრაფიას ასეთი ეფექტი აქვს, არ შეიძლება.

მეცნიერები იონიზებული გამოსხივებისგან მიღებულ მავნე შედეგებზე დასკვნებს აკეთებდნენ დიდწილად ბოლოდროინდელი მასშტაბური კატასტროფების (მაგალითად, ჰიროსიმაში ბომბის აფეთქების და ჩერნობილის ავარიის) საფუძველზე. ამიტომ დღეს არავის შეუძლია დარწმუნებით ილაპარაკოს კომპიუტერული ტომოგრაფიის და რენტგენოგრაფიის მავნე ზეგავლენაზე: ასეთ შემთხვევებში გამოსხივების დოზა საკმაოდ მცირეა. შესაძლებელია, რომ ის ჯანმრთელობას სულაც არ ავნებს, ან ავნებს, მაგრამ არა ისე, როგორც ჰგონიათ.

მთელ ამ გაუგებრობას ემატება ისიც, რომ ექიმები ხშირად უნიშნავენ პაციენტს აბსოლუტურად უაზრო გამოკვლევებს და ადამიანმა შეიძლება ტყუილად მიიღოს რადიაციის დიდი დოზა, რის გამოც მას სხვა, მართლაც მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარების უფლება შეიძლება აღარ მისცენ. მაგალითად, წელის ტკივილების დროს დიაგნოსტიკის გარკვეული სხივური მეთოდების გამოყენება საჭიროა შემთხვევათა მხოლოდ 5%-ში. პაციენტების დაახლოებით 95%-სთვის ტკივილის მიზეზი მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მკურნალობა მაინც ერთნაირი იქნება. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევა, როდესაც მაგალითად, ზურგის კუნთების ტკივილის დროს პაციენტებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე აგზავნიან, ძლიერი თავის ტკივილების დროს კი – სისხლძარღვების ულტრაბგერით კვლევებზე.

იმედი