დღეს მოსკოვში რეჟისორი გია დანელია გარდაიცვალა.
რეჟისორი 88 წლის იყო.
ინფორმაცია თავდაპირველად ”ნოვაია გაზეტამ” გაავრცელა. ცნობა ჯერ გია დანელიას მეგობარმა, ფოტოგრაფმა იური როსტმა დაადასტურა, მოგვიანებით კი – გია დანელიას მეუღლემ, გალინა იურკოვა-დანელიამ.
”გია დანელია ახლახანს გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა. ექიმები ბოლომდე იბრძოდნენ მის გადასარჩენად” – თქვა მან.
ბოლო დროს გია დანელია ბევრს ავადმყოფობდა. თებერვალში ის ფილტვების ანთების გამო რეანიმაციაში მოხვდა.

