რუსთავი 2-ს დავით იაკობაშვილი ყიდულობს?

რუსთავი 2-ს დავით იაკობაშვილი ყიდულობს?გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ოლიგარქი, დავით იაკობაშვილი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მყიდველების მსურველთა შორისაა.

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, იაკობაშვილი ხალვაშთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უცნობია მოლაპარაკების დეტალები და ასევე ის, თუ რა თანხას სთავაზობს რუსი ოლიგარქი “რუსთავი2”-ის 100% -იანი წილის მფლობელს.

ფორბსის რუსული გამოცემის მიხედვით, ბოლო მონაცემებით, იაკობაშვილის ქონება ამ დროისთვის, 750 მლნ დოლარს შეადგენს და ის რუსეთის 200 ყველაზე მდიდარი ბიზნესმენთა სიაში 145-ე ადგილზეა.

დავით იაკობაშვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს “ვიმ-ბილ-დან”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და 2001-2010 წლებში კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.

წლების განმავლობაში მის სახელს საქართველოშიც არაერთი ბიზნესი უკავშირდებოდა.

იაკობაშვილი საქართველოში ფლობს სარეკლამო კომპანია “აუთდოს” და “Petrocas Energy Group” – ის მფლობელია – კომპანია საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და სომხეთის მაშტაბით გალფის 140 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ცნობილი მონოლოგის შემდეგ, რუსეთის დუმაში საკითხის განხილვისას, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა “სპრავედლივაია როსიას” ფრაქციიდან, ოლეგ ნილოვმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გამოსყიდვის და სახელის გადარქმევის წინადადება წამოაყენა.

“ჩემი წინადადებაა, არ შევჩერდეთ შემოთავაზებულ ეკონომიკურ ზომებზე. რატომ არ მიგვაჩნია შესაძლებლად და აუცილებლად მედიის სფეროში სათანადო პასუხის გაცემა? ვნახოთ, იქნებ არის საშუალება, მათ შორის რუსეთის ქართული სათვისტომოს დახმარებით, ავიღოთ და მთლიანად გამოვისყიდოთ ეს ტელეარხი “რუსთავი 2” ამ დამპლებიანად. ცხადია, სახელიც გადავარქვათ მას, მაგალითად, “ბაგრატიონი 1″ ვუწოდოთ”, – განაცხადა დეპუტატმა ნილოვმა.

დავით იაკობაშვილი ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერია – აგროვებს მექანიკურ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, საათებს, ზარდახშებს, რუსული ბრინჯაოს ნაკეთობებს, მხატვრულ ვერცხლს, რუსული და დასავლეთ-ევროპული ხელნაკეთ ნივთებს.

პირველი რადიო

დავით იაკობაშვილი პლეხანოვური ქართულით საუბრობს – ,,ივანიშვილი რომ გავიცანი, ბიზნესში პირველ ნაბიჯებს დგამდა, მე ჩამომქონდა კომპიუტერები, ის ყიდდა”