სალომე ზურაბიშვილი – „საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყეებთან ერთად”

სალომე ზურაბიშვილი - „საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყეებთან ერთად"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტყეების ხანძარს „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა:

„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტროპიკულ ტყეებთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი პლანეტის გადასაჩენად და მოგიწოდებთ ვიმოქმედოთ ამაზონისთვის“, – დაწერა პრეზიდენტმა.

თავის ტვიტს მან ამაზონში ხანძრის ფოტო დაურთო.

შეგახსენებთ, რომ კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური მონაცემების თანახმად, ბრაზილიაში წელს ხანძრების რიცხვმა 85 პროცენტით მოიმატა და მათი უმრავლესობა ამაზონის რეგიონში ფიქსირდება.