საქართველოში 1 საათში 10 მიწისძვრა მოხდა – ”ეს ბიძგები აფთერ შოკებია”

საქართველოში 1 საათში 10 მიწისძვრა მოხდა - ”ეს ბიძგები აფთერ შოკებია”დაახლოებით 1 საათის წინ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში კიდევ 10 მიწისძვრის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

როგორც „პრაიმტაიმს“ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხადა, ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას 2 მიწისძვრის შესახებ, რომელთა სიმძლავრე 3,8 და 3,6 მაგნიტუდაა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს ბიძგები ე.წ. აფთერ შოკებია.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 საათის წინ დმანისიდან 35 კილომეტრის დაშორებით, სოფელი სამების სიახლოვეს 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

წელს ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა საქართველოში.

პრაიმ ტაიმი