ცოტნე გამსახურდია – “ეს აღარ არის ქვეყანა, ეს არის ბაზარი”

ცოტნე გამსახურდია - "ეს აღარ არის ქვეყანა, ეს არის ბაზარი"”მოკლედ, რა დღეში ვართ…?

ამ ქვეყანაში რელიგია ნაწილს ფულის საკეთებლად სჭირდება, ნაწილს – ჯარის გადასავადებლად…

პოლიტიკა და ხელის-უფლობა უნდათ გამორჩენისთვის და თავის წარმოჩენისთვის…

კულტურა – გრანტების, შემოსავლის, სტატუსის გამო…

ყველაზე პატიოსანი ხალხი, პრინციპში, ბიზნესმენებია: საკუთარ მიზნებს არ ნიღბავენ. კი, კონფორმისტები და ეგოისტები არიან, მაგრამ სიმართლის მხარეს ყოფნა და თანადგომა არცაა ბიზნესის დეკლარირებული მიზანი…

სრული პერვერსია… რელიგია – ჭეშმარიტების ძიების ერთერთი ინსტრუმენტი, რათა ადამიანი უკეთესი გახდე; ძალაუფლება – რათა შენ გარშემო სამყარო გახადო უკეთესი; კულტურა – როგორც შინაგანიდან წამოსული შემოქმედებითი იმპულსის მანიფესტაცია…
აქ ყველაფერი უკუღმაა.

ეს აღარ არის ქვეყანა, ეს არის ბაზარი. უარესი რომ არ ვთქვათ რამე… მეტყვიან, გამოსავალიო? მე ჩემთვის ეგ გამოსავალი ნაპოვნი მაქვს: არ ვუყურო სამყაროს მღრღნელის, მტაცებლის თვალით, მუდმივად ვადევნო თვალი თავს და მქონდეს თვითრეფლექსია. ცარიელი სიტყვებია ეს შენთვის? მაშ, გააგრძელე ძველებურად და გამოსავალს ნუღარ ჰკითხულობ!”- წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.