32 წლის სვი­მონ (გიგა) ქავ­თა­რა­ძე 14 წე­ლია, ბერია – ”წარმოუდგენელია, მას ნარკოტიკი ჰქონოდა”

32 წლის სვი­მონ (გიგა) ქავ­თა­რა­ძე 14 წე­ლია, ბერია - ”წარმოუდგენელია, მას ნარკოტიკი ჰქონოდა”ზუგ­დიდ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ბერი და საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მე­ო­რე პირი ამ­ბო­ბენ, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მათ ეკუთ­ვნით, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ვის ეკუთ­ვნის, ეს გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია.

ბერ მო­ნა­ზონ სვი­მონ ქავ­თა­რა­ძის ად­ვო­კა­ტის, ჯიტა გუ­ლუ­ას თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრა­ლის აღი­ა­რე­ბის მიზ­ნით სა­სუ­ლი­ე­რო პირი პო­ლი­ცი­ა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შე­საძ­ლო მი­მალ­ვის საფრ­თხის გამო, ის მა­ინც და­ა­კა­ვეს.

ად­ვო­კა­ტის თქმით, სვი­მონ (გიგა) ქავ­თა­რა­ძე 14 წე­ლია ბე­რია და მისი წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რა­ტომ უნდა ჩა­ე­დი­ნა მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი:

“ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­მა­ოს აღი­ა­რე­ბით, ეკუთ­ვნის მას. ამ მა­მა­ოს აქვს სა­ო­ცა­რი წარ­სუ­ლი. ის 32 წლი­საა და 14 წე­ლია უკვე ბე­რია. ეს არის და­დე­ბი­თი წარ­სუ­ლის მქო­ნე ბერი და ის, თით­ქოს, ამ ადა­მი­ან­მა ჩა­ი­დი­ნა მსგავ­სი რამ, გა­ურ­კვევ­ლო­ბას იწ­ვევს.

ბევ­რი რამ არის და­სად­გე­ნი. არ ვიცი რის­თვის სჭირ­დე­ბო­და მას ეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე. ის 2 დეკემბერს და­ა­კა­ვეს და ისიც ამ­ბობს, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­სია“, – გა­ნა­ცხა­და ჯიტა გუ­ლუ­ამ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე პირი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ად­ვო­კა­ტი ეჭ­ვობს, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა და­ნა­შა­უ­ლი თა­ვად და­იბ­რა­ლა.

“და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მა­მა­ოს ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამე სი­ცოდ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი ხომ არ იყო მა­მა­ოს აღი­ა­რე­ბა?! ორი­ვე აღი­ა­რებს, რომ არა ჩე­მია, არა ჩე­მი­აო. მა­მაო ამ­ბობს, რომ მე ვი­პო­ვე სა­დღა­ცო, ამ­ბობს ად­გილს. რო­მან მა­ლა­ნია და­ა­კა­ვეს 2 დეკემბერს, მა­მაო კი გუ­შინ გა­მო­ცხად­და თვი­თონ. ის რამ­დე­ნი­მე თვეა, ზუგ­დიდ­შია ჩა­მო­სუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 8 თვეა.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლე­ბი და თა­ნა­ტო­ლე­ბი არი­ან.

და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში ეს ჩან­თა ეკა­ვა ამ პი­როვ­ნე­ბას და ამ ჩან­თა­ში სხვა ნივ­თებ­თან ერ­თად, იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­ტა­დო­ნი“, ოდე­ნო­ბა 14.5. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით. ვის ეკუთ­ვნის, არ არის დად­გე­ნი­ლი, ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს”, – აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ამბები