დავით დარჩიაშვილი – ”სალომე ზურაბიშვილის ადგილზე მონასტერში წავიდოდი”

დავით დარჩიაშვილი - ”სალომე ზურაბიშვილის ადგილზე მონასტერში წავიდოდი”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
– ბატონო დავით, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამზე, რომ არ გვყავს ჯარი და შეიარაღება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა და პრეზიდენტის ბულინგზე ისაუბრა. რას იტყვით?
– ეს ქალბატონი ან შეგნებულად პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს, ან სრულიად არაშეგნებულად, რადგან არ იცის ქართული ენა. რეალობის ადეკვატურ აღქმასთანაც აქვს პრობლემა.
სიმართლე გითხრათ, რომელია რეალური მიზეზი ასეთი განცხადებების, ვერ გეტყვით. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ენას ვერ ფლობს, ვერც სიტუაციას. სიტუაციას რომ ფლობდეს, ენის შეზღუდულობას უფრო გააცნობიერებდა და გაჩუმდებოდა ან უკეთესად მოემზადებოდა. ვერ ხვდება, როგორ შეიძლება იქნას აღქმული, მაგალითად, რომ ჯარი არ გვყავს! რა უნდა გითხრათ გარდა იმისა, რომ ეს არის ივანიშვილის მორიგი “საჩუქარი”, რომელიც ქართველ ერს ნაძალადევად ჩააჩეჩა.
– რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების პოზიცია? თავდაცვის მინისტრმა ღარიბაშვილმა მკვეთრი პოზიცია დაიკავა.
– მე, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე მონასტერში წავიდოდი, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ადეკვატური რომ იქნება, ვიდრე შენ, პარიზში დაბადებულ-გაზრდილი, თავად-აზნაურული წარსულის მქონე, სრული კატასტროფაა, აბა რა არის?!