გერმანიის პროკურატურა – ”ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში რუსულმა დაზვერვამ მოკლა”

გერმანიის პროკურატურა - ”ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში რუსულმა დაზვერვამ მოკლა”გერმანიის ფედერალური პროკურორები მიიჩნევენ, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობაში რუსული დაზვერვა იყო ჩართული.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ფაქტი გამოიწვევს გერმანიის, დასავლეთის ქვეყნების და რუსეთის ურთიერთობების დაძაბვას, განსაკუთრებით სკრიპალების სკანდალის შემდეგ.

როგორც ცნობილია, რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონში გასულ წელს მოწამლეს.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.

იპნ