ბონდო მძინარაშვილი – “კარგი, თაკო ჩარკვიანი ჩერჩეტია, მაგრამ ეს ლომჯარია რაღამ გამოაჩერჩეტა…”

ბონდო მძინარაშვილი - "კარგი, თაკო ჩარკვიანი ჩერჩეტია, მაგრამ ეს ლომჯარია რაღამ გამოაჩერჩეტა..."ბონდო მძინარაშვილი ნინო ლომჯარიას მატროსოვის ციხეში შესვლას ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ნინო ლომჯარიას თაკო ჩარკვიანზე უფრო მეტად აკლდა… ცოდნა და გამოცდილება!

კარგი, თაკო ჩერჩეტია, არც მუსიკათმცოდნედ ივარგა, არც პუბლიცისტად და არც პოლიტიკოსად უქნია ღმერთს, მაგრამ ეს “ცხრაარასამთავრობოგამოვლილი” ლომჯარია რაღამ გამოაჩერჩეტა, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ, საღამოს 6 საათზე რომ მოუნდა “ელიტურ” პატიმრებთან – ოქრუაშვილთან, მერაბიშვილთან და ნაკანთან შეხვედრა (დონაძემ არ მიიღო, – “ხვალ გამოიარე, ახლა დასვენების საათები მაქვსო”, – ნეტავ, რამ დაღალა?! ?), რა ეგონა, დაიმალებოდა ეს კონფიდენციალური შეხვედრა?!

წულუკიანმა კანონი დაარღვიაო, – ჟურნალისტების დანახვამ დააბნია და არეული ლუღლუღებდა ლომჯარია.

ჯერ ერთი, არაფერი დაურღვევია: საზოგადოების მაღალი ინტერესი დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა.

მეორეც, რატომ უნდა იყოს გასაიდუმლოებული ომბუდსმენის პატიმრებთან შეხვედრა?!”