16 წლის ნინი ჩალიჩავა რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღების ცენტრში მოექცა. მე-11 კლასელმა ზუგდიდელმა გოგონამ ცნობილი რეპერის ემინემის challenge-ში მიიღო მონაწილეობა და მისი ერთ-ერთი ცნობილი, ურთულესი რეპ-კომპოზიცია შეასრულა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა რეპერმა საკუთარი ფანები გამოიწვია, შეძლებდნენ თუ არა ისინი ისე სწრაფად “გარეპვას”, როგორც ეს მის ცნობილ კომპოზიციაში, სახელწოდებით Godzilla-ა.
ემინემმა ფანები სოციალურ ქსელ “ინსტაგრამსა” და “ტვიტერში” გამოიწვია და განაცხადა, რომ ვინც მას სისწრაფეში აჯობებდა და ყველაზე მეტ ნახვას დააგროვებდა, დააჯილდოვებდა კიდეც.
ამ გამოწვევაში რეპერის ფანები მთელი მსოფლიოდან ჩაერთნენ, მათ შორის ზუგდიდელმა გოგონამ კი ყველაზე მეტი – 100 ათასი ნახვა დააგროვა “ინსტაგრამზე”.
მეტი დეტალის გასარკვევად AMBEBI.GE ნინი ჩილაჩავას დაუკავშირდა:
“რამდენიმე დღის წინ ემინემმა თავის ოფიციალურ გვერდზე დადო ჰეშთეგით #godzillachallenge გამოწვევა. როგორც მან თქვა, ვიდეო უნდა გადაგვეღო და სოციალურ ქსელში იმავე ჰეშთეგით უნდა აგვეტვირთა.
მე ჩემმა მეგობრებმა და დედამ მთხოვეს ვიდეო ჩამეწერა და საბოლოოდ, ვიდეო ჩემი შესრულებით კორეულმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა და ბევრი ნახვაც დააგროვა. სულ მალე ტრენდული ვიდეოების სიაშიც კი მოვხვდი.
ჩემი ვიდეო უამრავი ნახა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. “ინსტაგრამზე” გამომწერებიც მომემატნენ და ემინემის ახალი ამბების ვებგვერდმა Southpawer-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ მე ამ შეჯიბრის გამარჯვებული ვარ” – გვითხრა ნინიმ.
ამბები
https://www.facebook.com/EMINEMMUSICC/videos/1285451244981803/