თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე შუახნის ქალი სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როცა აღნიშნული შემთხვევა მოხდა. ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ქალს ტყვია მოხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაიწყო.