ლელა წურწუმია – ”ლილოს ბაზრობაც კი გახსნილია… ჩვენი სფერო არ უნდა დაიჩაგროს“

მომღერალი ლელა წურწუმია კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრობს. მისი თქმით, ხელოვნების სფეროსთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ცუდად არის, რადგან თავის საქმეს ვერ აკეთებს.

„7 მარტს მქონდა ბოლო კონცერტი და მას შემდეგ, პირველად შევიკრიბეთ სარეპეტიციოდ, არ ვიცი რა რეკომენდაციები დაგვიწესა მთავრობამ, არც ის ვიცი კონცერტები იქნება თუ არა. მაგრამ ცუდად ვარ, არა მარტო მე, არამედ ბევრი ჩემი კოლეგა.

ასე მაინც უნდა გავაკეთო ეს, რადგან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე. ლილოს ბაზრობაც კი გახსნილია, მაგრამ ხელოვნება ადამიანის ყველაზე მთავარი საკვებია და ჩვენი სფერო არ უნდა დაიჩაგროს“, – განაცხადა წურწუმიამ.