დავით ხვიბლიანი – “ზუგდიდის ბანკზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიმიღია”

დავით ხვიბლიანი - "ზუგდიდის ბანკზე თავდასხმაში მონაწილეობა არ მიმიღია"ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდასხმის მძევალი, დავით ხვიბლიანი სრულ ცილისწამებას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას თავდამსხმელთან რაიმე კავშირი ჰქონდა.

ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ იმით, რაც მის შესახებ გაავრცელეს, “ღირსება შეელახა”.

“ერთი მინდა გითხრათ, რომ ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო, რასაც ავრცელებენ ჩემზე. ამით ჩემი ღირსებაც შელახეს, ჩემი სამსახურიც შელახეს, არცერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ქართველისთვის არ არის ლამაზი საქციელი.

დანარჩენი, რაც არ უნდა მკითხოთ, არ ვაპირებ პასუხს, რადგან გამოძიება დაადგენს ყველაფერს. რაც იყო, რაც მოხდა, ყველაფერი იცის გამოძიებამ”.

22 ოქტომბერს, ბანკზე თავდასხმიდან მეორე დღეს, მედიაში გავრცელდა სხვადასხვა ვერსია, ზოგიერთის თანახმად, დავით ხვიბლიანი თავდამსხმელის თანამზრახველი იყო.

ფორმულანიუსი