“მამამ ბავშვობაში თავში ჩაქუჩი ჩამარტყაო” – ვინაა ქალის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი

"მამამ ბავშვობაში თავში ჩაქუჩი ჩამარტყაო" - ვინაა ქალის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცითელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ერთ-ერთ ფერმაში გუშინ ღამე საზარელი მკვლელობა მოხდა. 48 წლის მამაკაცმა 28 წლის გოგოს ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, მისი თანმხლები მამაკაცი კი, რომელიც ბრალდებულის ნაცნობია, მძიმედ დაჭრა.

დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამე გადაიყვანა და ის კვლავ კლინიკაში რჩება.

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული პირი ჯარჯი არაბულია. არაბული 10 წელი,ა სოფელ კისისხევში ცხოვრობს და სოფლის მიმდებარედ არსებულ ტბებზე დარაჯად მუშაობდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვობაში ის მშობლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც არაბულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ამის შესახებ კისისხეველებს თავად არაბული უყვებოდა. როგორც ის ადგილობრივებთან აღნიშნავდა, რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მკურნალობდა.

„ხშირად ამბობდა, რომ ბავშვობაში მასზე მშობლები ძალადობდნენ. მამამ თავში ჩაქუჩი ჩამარტყა და მაგის მერე ვერ ვარ კარგადო, ამბობდა“, – ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.