რობიზონ თუთარაშვილის მკვლელობისთვის რწმუნებულის მეუღლე და მისი მასპინძელი დააკავეს

რობიზონ თუთარაშვილის მკვლელობისთვის რწმუნებულის მეუღლე და მისი მასპინძელი დააკავესლენტეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლის, რობიზონ თუთარაშვილის, ცემაში უშუალოდ მონაწილე პირებს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

“კურიერის” ინფორმაციით, დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მეორე დაკავებული პირი კი მოკლული მამაკაცის მასპინძელია.

სოფელ ჩიხარეშში შემთხვევა 5ივნისს მოხდა. ცემის შედეგად 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. მათ შორის ფულის გამოძალვა.

რუსთავი 2