ვალერი მელაძის ყველა კონცერტი რუსეთში გადაიდო და ქვეყნის ტერიტორიაზე ცისფერი ეკრანებიდან გააქრეს. მედიაში წერენ, რომ ცნობილი ჰიტის “Salute, Vera!”-ს ავტორმა გულშემატკივრები გაოცებული დატოვა და ძალიან გაანაწყენა. თუმცა აქვე აყვედრიან, რომ მელაძემ დიდი ფული სწორედ რუსეთში იშოვა და ის ფაქტი, რომ ახლა მდიდრულ სახლში მაგიდასთან ზის და რუს სამხედროებს აკრიტიკებს, მიუღებელია.
მელაძე ამ რთულ პერიოდშიც რუსი ოლიგარქების დახურულ წვეულებებზე გამოდის და მისი მოთხოვნები შთამბეჭდავია. მხოლოდ ერთი საღამოს სიმღერისთვის ის 70 ათას ევროს ითხოვს.
რუსულ მედიაში გაჩნდა სტატია სათაურით, რომ ვალერი მელაძეს უკრაინის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო ცოლი შორდება. სტატიაში წერია, რომ ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე ახლა რთულ პერიოდს გადიან, მალე ცნობილი სახეები განქორწინდებიან.
წყვილს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მელაძემ საჯაროდ დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედებები უკრაინაში. ალბინა ჯანაბაევა ქმრის საქციელს უგუნურობად მიიჩნევს – ვკითხულობთ მედიაში.
ჯანაბაევას თქმით კი სკანდალს გავლენა არ მოუხდენია ქმართან ურთიერთობაზე. ქალმა თქვა, რომ შესაძლოა, მალე კიდევ ერთი ბავშვის მშობლები გახდნენ.
ცნობილ წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს. ვაჟები – კონსტანტინე და ლუკა, ასევე ქალიშვილი აგატა. წყვილის უმცროსი შვილი აპრილში ერთი წლის გახდება.
ჯანაბაევამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მის ოჯახში იდილია სუფევს. მისი თქმით, ვალერი ძალიან ეხმარება მას შვილების მოვლაში და ამას დიდი სიამოვნებით აკეთებს.
მელაძე საცხოვრებლად ისევ რუსეთში რჩება.
ამბები