მამუკა მდინარაძე – „რუსეთი ყველაფერს კადრულობს,  500-ზე მეტი ბავშვი ჰყავს მოკლული და ხოშტარიების ოჯახს ვერ ჰკადრა, რომ დაფინანსება შეუწყვიტოს“

მამუკა მდინარაძე - „რუსეთი ყველაფერს კადრულობს,  500-ზე მეტი ბავშვი ჰყავს მოკლული და ხოშტარიების ოჯახს ვერ ჰკადრა, რომ დაფინანსება შეუწყვიტოს“„ე.ი. რუსეთი ყველაფერს კადრულობს და ვერ იკადრა ვერაფრით რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა რომ ხოშტარიების ოჯახს რაღაც დააკლოს, მხოლოდ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არის პირწმინდად მართალი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

„სოციალურ ქსელებში ახალი ცნობები გამოჩნდა, ვიღაცებმა დაწერეს, (არ გადამიმოწმებია ცნობების რელევანტურობა) რომ საერთოდ არ დადგმულა თეატრები, სადაც შეიძლება სულიკო ვირსალაძის თუ მისი კოსტიუმების როლი ყოფილიყო და ამაში ფული გადაეხადათ და რა თეატრი იდგმება ასეთი, რომ მარტო ერთ-ერთი გარდაცვლილი ადამიანის მემკვიდრეებს ხვდებათ ათიათასობით დოლარები და მილიონობით რუბლი.

რა იდგმება ასეთი? ე.ი. რუსეთი ყველაფერს კადრულობს და ვერ იკადრა ვერაფრით რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა რომ ხოშტარიების ოჯახს რაღაც დააკლოს, მხოლოდ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არის პირწმინდად მართალი. დაიპყრო ნახევარი უკრაინა, გაანადგურა ხალხი, 500-ზე მეტი ბავშვი ჰყავს მოკლული და ხოშტარიების ოჯახს ვერ ჰკადრა რომ დაფინანსება შეუწყვიტოს. ერთადერთი რეალური ვერსია შეიძლება იყოს დავალების შესრულება. ყველას ვურჩევდი, რომ გაითვალისწინოს ის ფაქტორი, რომ ყოფილი „კაგებეშნიკები“ არ არსებობენ. თუ ვიღაცას სჯერა რომ სხვას ერიცხება 200 დოლარის ეკვივალენტი რუბლი და მაინც და მაინც ამ ოჯახს ერიცხება 70.000 დოლარი, მე ამის არ მჯერა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5. 279.000 რუბლია.