საქართველოში პოლიეთილენის პარკების აკრძალვის შემდეგ რეგულაციის დაწესება პლასტმასის ჭურჭელზეც იგეგმება. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთირებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს. მისი განმარტებით,პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვა სამომავლო გეგმაა და მისი ამოქმედება სავარაუდოდ, 2018 წლისთვის იგეგმება. _ ამაზე საუბარი იყო, თუმცა, ერთბაშად ამდენი რეგულაცია ბიზნესზე დიდი ზეწოლა იქნება. ამიტომ, ეს ეს […]
კატეგორია: ეკონომიკა
ქართულ ბაზარზე საწვავი გაიაფდა
ქართულ ბაზარზე საწვავის ღირებულება მცირდება. საუბარია 3 ბრენდირებულ კომპანიაზე _ “ვისოლზე”, “ლუკოილსა” და “სოკარზე”. კომპანიებში ფასები 5 თეთრით შემცირდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ფასები ასევე 5-10 თეთრით შემცირდა არაბრენდირებულ ბენზინგასაგასამართ სადგურებზეც. ღირებულების კლება, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ბაზრის ფასებმა და ლარის კურსმა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 50 დოლარის ნიშნულზე […]
თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა MEDEF International-ის 28 კაციანი დელეგაცია
2017 წლის 27 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით, თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა MEDEF International-ის 28 კაციანი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან სხვადასხვა კომპანიების, დიდი ჯგუფების, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები 10 სხვადასხვა სექტორიდან. ეს სექტორებია: საბანკო საქმიანობა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურები, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ურბანული და გარე, თავდაცვა, ენერგია, კონსალტინგი, სოფლის მეურნეობა და აგროალიმენტაცია.
5 ევროპული ქალაქი, სადაც 28 მარტს უვიზოდ პირდაპირი რეისით ჩაფრინდებით
28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები 30 ევროპულ სახელმწიფოში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ. ამასთან დაკავშირებით ათენსა და ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრი ახალგაზრდებთან ერთად ჩასვლას, სპეცრეისით გეგმავს. 28 მარტსვე თბილისიდან და ქუთაისიდან 6 რეგულარული, პირდაპირი ფრენა შესრულდება. ქუთაისიდან ავიაკომპანია Wizzair-ს რეისი 4 ევროპულ ქალაქში აქვს: 05:45 საათზე ბუდაპეშტის მიმართულებით (ამ დროისთვის არსებული მინიმალური ფასი 917.99 ლარი); 06:00 […]
მთავრობამ მესტიაში, ჭუბერში 97,5 ჰექტარი მიწა 1 აშშ დოლარად გაასხვისა
საქართველოს მთავრობამ, 14 მარტის დადგენილებით, სს ,,ნენსკრა ჰიდროს” სოფელ ჭუბერში 97,5 ჰექტარის მიწის ფართობი პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ აშშ დოლარად საკუთრებაში გადასცა. _ პრემიერის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, აღნიშნული ქონება საპრივატიზაციო პირობაა საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა “ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული […]
საქართველოში ქალების საშუალო თვიური ხელფასი მამაკაცების ხელფასზე ნაკლებია
დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით 2016 წლის IV კვარტალში 795,2 ლარით განისაზღვა, რაც მამაკაცების ხელფასის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (1306,6 ლარი) 511,4 ლარით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, 2016 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყველაზე მაღალი 1333,7 ლარი სამთომოპოვებით მრეწველობაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი 559,7 ლარი კი სოფლის მეურნეობა, […]
პაატა შეშელიძე მთავრობას სამინისტროების შემცირებისკენ მოუწოდებს
ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ მთავრობამ დანაპირები უნდა შეასრულოს და სამინისტროები შეამციროს. _ საჭიროა ამდენი სამინისტრო? მე ვთვლი, რომ არ არის საჭირო. უნდა დაითვალოს მათი შენახვისთვის საჭირო თანხები, არსებული უძრავი ქონება, რომელიც არის ამისთვის გამოყენებული, ხარჯები, რომელიც ამაზეა გაწეული და ის პოტენცია, რაც შეიძლება იყოს ამ ალტერნატივის შემთხვევაში. მთავრობა არ ფიქრობს სამინისტროების […]
სამუშია: “ბავშვთა სამყაროში” დაზარალებულები ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ”
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ “ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ. მისი თქმით, ჯერ ჯერობით ზუსტი თანხა უცნობია. კომპენსაციების საბოლოო ოდენობა უახლოეს დღეებში დაზუსტდება. _ თვითმმართველობა ფიქრობს, რომ ამ ადამიანებთან მიმართებაში ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით გარკვეული ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს. მე ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა იქნება, თუმცა კომპენსაციის მიღებასთან […]
,,ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ საქართველო გააღარიბა”
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკა მძიმე დღეში ჩააგდო. _ გადასახადების ზრდამ, ბიზნესის რეგულაციებით დახრჩობამ და სხვა მავნებლურმა ნაბიჯებმა ქვეყნის ზრდის ტემპი კატასტროფულად შეამცირა და ამ მთავრობის პირობებში საქართველოს განვითარების პერსპექტივა მოუკლა. 2012 წელს საქართველოს მშპ 14.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ხოლო 2016 წელს ეს რიცხვი […]
კომერციული ბანკების წმინდა მოგება ერთ წელიწადში 4-ჯერ გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების მოგებამ 142,650 მლნ ლარი შეადგინა, რაც 83,837 მილიონი ლარით, 142,5%-ით მეტია იანვრის მონაცემთან შედარებით. იანვარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 58, 813 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ბანკების შემოსავლებმა 557,781 მილიონი ლარი შეადგინა, ხარჯებმა კი 399,267 მილიონი ლარი. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, 2016 წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების […]










