“ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი “ახალ თაობასთან” ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორე გაპრემიერებაზე საუბრობს. – რას ნიშნავს ღარიბაშვილის დაბრუნება? – ღარიბაშვილს თავისი პოზიცია არაფერთან დაკავშირებით არ გააჩნია. ხვალ რა რიცხვი იქნებაო, რომ ჰკითხოთ, მაგაზეც კი დაფიქრდება. ვაი და ბიძინას არ მოეწონოსო. ამ დონემდეა ყურმოჭრილი მონა. სწორედ იმიტომ შეაჩერა ივანიშვილმა არჩევანი მასზე. ალბათ ის არჩევანს აკეთებდა კობახიძესა […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
„გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ სილა გააწნა“ – გია ნოდია
პოლიტოლოგი გია ნოდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას გადადგომა იყო სილის გალაწუნება „ქართული ოცნებისთვის“: – ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ რამდენიმე პრემიერ-მინისტრის გადადგომა და აქამდე ერთადერთი კვირიკაშვილი იყო, რომელმაც ბუნდოვნად, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ახსნა თავისი გადადგომის მიზეზი. მაგრამ ამ შემთხვევაში გახარია დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს რაღაც კონკრეტულ და პრინციპულ საკითხზე, თანაც ეს მოხდა პოლიტიკური კრიზისის მომენტში […]
“გახარია “ოცნებას” გაემიჯნა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება დაგვიანებულია” – კორნელი კაკაჩია
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადადგომა იყო სწორი, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იყო მისი მხრიდან: – სწორი იმიტომ იყო, რომ ეს არის მცდელობა, გარკვეულწილად კონფრონტაციის შერბილებას ხელი შეუწყოს. ასევე მან გამოიჩინა თავისი წილი პასუხისმგებლობა. ერთიანობა არ არსებობს „ქართული ოცნების“ შიგნით და სხვადასხვა ჯგუფს შორის არის კონკურენცია. ამის დადასტურება […]
“ღარიბაშვილი კობახიძეს და მდინარაძეს ჩააჩოჩებს, მელიას კი დაიჭერს” – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებას აფასებს. – როგორ აფასებთ ღარიბაშვილის მეორედ მოსვლას? – თუ რაიმე სამაშველო რგოლი შეიძლებოდა გადმოეგდო “ქართულ ოცნებას” თავისი გულშემატკივრებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი ღარიბაშვილის დასახელება იყო პრემიერის პოსტზე. თუმცა აქ მთავარია, ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მიიღებს გადაწყვეტილებებს თუ ირაკლი კობახიძესთან და მსგავს ტიპებთან?! – […]
“გახარიამ ივანიშვილს მის დაბადების დღეზე სამაგიერო გადაუხადა”
პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გახარიას გადადგომაზე საუბრობს. – ბატონო დავით, გიორგი გახარიას გადადგომა, როგორც ჩანს, სიურპრიზი აღმოჩნდა თავად “ქართული ოცნებისთვის”. რა მოხდა? – 20 ივნისის დარბევის ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია. მაშინ მე ვიყავი დეპუტატი, პარლამენტში იყო გიორგი გახარიაც მოსული. ერთი კიბით დაბლა ვიდექი და ეზოში ვიყურებოდი, როდესაც […]
“ევროპულ საქართველოს” “ლელომ” ხმები წაართვა – ნიკა ჩიტაძე
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს: – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაქრაძეს დაახლოებით 11% ჰქონდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დროისთვის პარტიის რეიტინგი 10-11%-ის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა „ლელო“, მან წაიღო „ევროპული საქართველოს“ ხმების ნაწილი. ეს არის ის ამომრჩეველი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი „ქართული ოცნების“ […]
ოთარ კახიძე – “კომპანია დავაფუძნე და იმიტომ არ ვჩანვარ”
“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე ბოლო პერიოდში აღარ ჩანს. – პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას ჩრდილში ხართ და აპირებთ გააქტიურებას? – რაც შემეხება მე, ვრჩები ამ პარტიის წევრად და გულშემატკივრად. ყველა დისკუსიაში ვიქნები ჩართული, რომლებიც პარტიის მომავალს ეხება. რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკურ საქმიანობას, ამისთვის ნაკლები დრო მრჩება, ვინაიდან მე და ჩემმა მეგობარმა დავაფუძნეთ იურიდიული კომპანია, რომელიც შესთავაზებს […]
“ივანიშვილი დროებით გავიდა მომსახურების ზონიდან” – რომან გოცირიძე
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ძალიან დიდი გულუბრყვილობა იყო იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა: – ამას ამბობდნენ ოპოზიციაშიც, ოღონდ რა მიზანი ჰქონდა ამას? ვინმეს ამის სჯეროდა? ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც არ სჯეროდა ივანიშვილის წასვლის, ამას მაინც ირწმუნებოდა. – ეს რაში სჭირდებოდათ? – ფიქრობდნენ, თუ იტყოდნენ, რომ ივანიშვილი წავიდა, ამით […]
“ცოტა ხანში აღმოვაჩენთ, რომ კალაძის ახლობლების დაჭერა დაიწყეს” – დიმიტრი ბიძინაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი დიტო ბიძინაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახა კალაძის შესახებ საუბრობს: – ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერში აკეთებს ფულს. საკუთარი შემომწირველები შეჰყავს და მათ აგებინებს ტენდერს. – კალაძე თავისი ფულით მოვიდა პოლიტიკაში. – კი, თავიდან ყველა ამბობდა, რომ მან ფეხბურთის თამაშით იშოვა ფული, მაგრამ კალაძე როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, მას ჰქონდა მილიონნახევრის ქონება. ხელისუფლებაში ყოფნის დროს […]
იაგო ხვიჩია – “ოპოზიციის 13 დეპუტატს პარლამენტში შევიყვან“
“გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 3%-იან ბარიერზე არის წამსვლელი: – ეს თქვა თალაკვაძემ. 3%-იანი ბარიერი 5%-იან ბარიერს სჯობია, თუმცა არ არის უბარიერო და, თუ უბარიერო არ არის, მაშინ სხვა პოლიტიკოსების შეყვანის შანსი არ არსებობს. ეს არ არის ის, რის გამოც თავის დროზე შეიკრიბა ოპოზიცია. ჩვენ გვჯერა, რომ ოპოზიცია შევა […]