კატეგორია: მსოფლიო

ჩეხეთი 18 რუს დიპლომატს აძევებს

ჩეხეთი 18 რუს დიპლომატს აძევებს

ჩეხეთი 18 რუს დიპლომატს აძევებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბისმა გაავრცელა. საქმე ეხება ქვეყანაში 2014 წელს მომხდარ აფეთქებას, რომელშიც, ჩეხეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის დაზვერვის სამსახურის მონაწილეობა იკვეთება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, იან ჰამაჩეკის თქმით, ხსენებულ 18 დიპლომატს, რომლებიც კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ, ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი აქვთ. ოფიციალურმა მოსკოვმა ჩეხეთის მთავრობის ბრალდებებს აბსურდი უწოდა. აფეთქება, რომელზეც […]

რუსეთში უკრაინის კონსული დააკავეს

რუსეთში უკრაინის კონსული დააკავეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს. „16 აპრილს, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დიპლომატი – სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, რომელსაც რუსეთის მოქალაქემ გადასცა საიდუმლო მონაცემები რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და ფსბ-ს […]

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა რუდოლფ ანშობერმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით გადაღლილია. „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისის დროს, რესპუბლიკას სჭირდება ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც 100% -ით შესაფერისია. ამჟამად ეს მე არ ვარ. 15 თვის წინ დავიწყე მშვენიერი და მიმზიდველი სამსახური. ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 15 თვე კი არა, 15 წელი […]

ინდონეზიაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 8 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - 8 ადამიანი დაიღუპა

6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მსხვერპლით დასრულდა ინდონეზიაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნგრევას კუნძულ იავას აღმოსავლეთით 8 ადამიანი ემსხვერპლა. დანგრეულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი და დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. რუსთავი 2

თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 26 დაშავდა

თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 26 დაშავდა

თურქეთში, რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტობუსის ამობრუნება, სავარაუდოდ, ცუდმა ამინდმა გამოიწვია. ავტობუსი მოყინულ გზაზე მოცურდა. რუსი ტურისტები კაბადოკიაში მიემგზავრებოდნენ. ტვ პირველი

დედოფალ ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

დედოფალ ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

ედინ­ბურ­გის ჰერ­ცო­გი, დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის, ელი­სა­ბედ მე­ო­რის მე­უღ­ლე, პრინ­ცი ფი­ლი­პი 99 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ “გარ­დი­ა­ნი” წერს. პრინ­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო დროს გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი იყო და ის კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს და სა­სახ­ლეს და­უბ­რუნ­და და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ის თავს კარ­გად გრძნობ­და. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად პრინც ფი­ლი­პის ჯან­მრთე­ლო­ბა […]

სად მოხდა რუსეთის ჯაშუშების  ფიასკო და რა საიდუმლოს ხელში ჩაგდება სურდა  ГРУ-ს

სად მოხდა რუსეთის ჯაშუშების  ფიასკო და რა საიდუმლოს ხელში ჩაგდება სურდა  ГРУ-ს

ბულგარეთში უმსხვილესი ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, რომელიც ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მუშაობდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასეთი მასშტაბური ჯაშუშური ქსელის გამოვლენა  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ირკვევა, რომ ჯაშუშების ჯგუფი მუშაობდა როგორც უშუალოდ საკუთარი სახელმწიფოს, ასევე, ნატო-სა და ევროკავშირის  წინააღმდეგაც. ბულგარეთის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ეს აგენტურული ქსელი რუსეთის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის ГРУ-ს მიერ იმართებოდა […]

პუტინს რუსეთის პრეზიდენტობა კიდევ 15 წელი შეეძლება

პუტინმა ზურაბიშვილს და პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას კიდევ ორჯერ მისცემს. ახალი კანონი მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს თანამდებობაზე ყოფნის ვადებს უნულებს. აქედან გამომდინარე ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების საშუალება კიდევ 2-2 ვადით ექნებათ. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას 2036 წლამდე შეძლებს. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი […]

ბანგკოკში 4 სართულიანი სახლი ჩამოინგრა – 4 ადამიანი დაიღუპა

ბანგკოკში 4 სართულიანი სახლი ჩამოინგრა - 4 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ ბანგკოკში ოთხსართულიანი სახლის ნგრევას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამაშველო სამსახურის სამი თანამშრომელი და სახლში მცხოვრები ერთი ადამიანია. ნანგრევებში მოყოლილია არაერთი ადამიანი. შენობაში დილის 6:00 საათზე ხანძარი გაჩნდა. ნგრევაც სწორედ ხანძარს მოჰყვა. იმედინიუსი

იტალიაში სააღდგომო მკაცრი ლოკდაუნი ამოქმედდა – პაპი მრევლს წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე მიმართავს

იტალიაში გასულ 24 საათში რეკორდულად მცირე რაოდენობა დაინფიცირდა

იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის პრევენციის მიზნით, 3-დღიანი მკაცრი სააღდგომო ლოკდაუნი. ამოქმედდა. იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა, აიკრძალა არააუცილებელი გადაადგილება, დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ, ოჯახებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა კი ორამდე შეიზღუდა. ეკლესიები ღია რჩება, თუმცა მრევლს მოუწოდებენ, ღვთისმსახურებას საკუთარ რეგიონებში მდებარე ეკლესიებში დაესწრონ. რომის პაპი […]