კატეგორია: მსოფლიო

მასობრივი აქციები საფრანგეთში – 81 ადამიანი დააკავეს

მასობრივი აქციები საფრანგეთში - 81 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში აქციაზე 81 დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ მედია შინაგან საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით წერს. მომიტინგეები საფრანგეთში უსაფრთხოების კანონს აპროტესტებენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, შსს-ს მონაცემებით, შაბათის საპროტესტო აქციებში 130 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამავე დროს, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მხოლოდ პარიზში მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 200 000 იყო, ხოლო მთელ ქვეყანაში – ნახევარ მილიონამდე. 28 ნოემბერს, პარიზში მომიტინგეებსა და […]

ირანში ბირთვული პროგრამის სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლეს

ირანში ბირთვული პროგრამის სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლეს

ბირთვული მიმართულებით ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერი მოსენ ფახრიზადე თეირანთან ახლოს მოკლეს. BBC-ის ცნობით, ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. მათივე ცნობით, ფახრიზადე თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. „შეიარაღებულმა ტერორისტმა მიზანში ამოიღო ავტომობილი, რომელსაც ფახრიზადე გადაჰყავდა. ტერორისტსა და პირად დაცვას შორის შეტაკების დროს ბატონი ფახრიზადე მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმების ჯგუფის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა და ის ცოტა […]

გერმანია ადგილობრივ კომპანიებს კვირაში 4,5 მილიარდი ევროთი დაეხმარება

ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩასვლას და დასაქმებას

გერმანია დეკემბერში ადგილობრივ კომპანიებს კვირაში 4.5 მილიარდი ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, პიტერ ალტმაიერი აცხადებს, რომ გერმანიას „კოვიდ-19-ის“ პანდემიის შედეგებთან გამკალვება კიდევ დიდ ხანს მოუწევს. „თანმიმდევრულობა და სოლიდარობა ამ დროისთვის ყველაზე მთავარია. ჩვენს კომპანიებს და მათ თანამშრომლებს ამ რთულ პერიოდში არ მივატოვებთ“ – აღნიშნა ალტმაიერმა. პირველი არხი

სახლში ძმისშვილთან და ექიმებთან ერთად იყო… – მარადონას ბოლო დღე

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის, არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების ბოლო წუთებზე ინფორმაცია სატელევიზიო არხმა Todo noticias-მა გაავრცელა. ტელეარხის ცნობით, გარდაცვალების დროს მარადონა სახლში თავის ძმისშვილ ჯონი ესპოზიტოსთან და რამდენიმე ექიმთან ერთად იმყოფებოდა. მათ შენიშნეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი ფერმკრთალი იყო და ექიმმა შეამოწმა. საუზმის შემდეგ მარადონამ თქვა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა. სახლში მისულმა სასწრაფო […]

საშინელი ავარია ბრაზილიაში – ავტობუსის და სატვირთოს შეჯახებას 41 ადამიანი შეეწირა

საშინელი ავარია ბრაზილიაში - ავტობუსის და სატვირთოს შეჯახებას 41 ადამიანი შეეწირა

ბრაზილიაში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სან-პაულოს შტატში, ქალაქების – ტაგუაისა და ტაკაურიუბას შორის მდებარე ავტომაგისტრალზე მოხდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 37 იყო. დაშავდა 15 ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 53 მგზავრი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. იპნ

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო მარადონა გარდაიცვალა

სულ ცოტა ხნის წინ დიდი არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ის 60 წლის იყო. ამ დროისთვის დეტალები ცნობილი არ არის. მარადონა მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილეა. 1986 წლის ჩემპიონი და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონი. რიგი გამოკითხვების მიხედვით, მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში ის იყო კლუბ „ხიმნასიას“ მწვრთნელი. 4 ნოემბერს მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, […]

აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში შევიდა

აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში შევიდა

მთიანი ყარაბაღის ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქელბაჯარის რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფებმა გუშინ დატოვეს. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების თანახმად, რაიონი დღეიდან აზერბაიჯანის იურისდიქციაში გადავიდა. აზერბაიჯანის არმია ქელბაჯარში 15 ნოემბერს უნდა შესულიყო, მაგრამ სომხეთის თხოვნით ვადამ 10 დღით გადაიწია.

გერმანიაში საშობაოდ შეზღუდვები შემსუბუქდება

გერმანიაში საშობაოდ შეზღუდვები შემსუბუქდება

გერმანიის 16 ფედერალური რეგიონი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შობისა და ახალი წლის განმავლობაში შემსუბუქებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კერძოდ, რეგიონების ლიდერებსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე პერიოდში დასაშვები გახდება 10-მდე ადამიანის თავშეყრა, რათა ოჯახებმა და მეგობრებმა შობა და ახალი წელი ერთად […]

ტრამპი ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარებას დათანხმდა

ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს - 40%

დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის, ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფედერალურმა სააგენტომ, გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ხელისუფლების გადაცემის პროცესს, “უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საჭიროა“, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს. „ბრძოლას გავაგრძელებთ. მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვურჩევ ემილისა და მის გუნდს, […]

ბელარუსის ეკლესიამ ლუკაშენკო ანათემას გადასცა

ლუკაშენკო - "წამყვანი ქვეყნები კორონავირუსის ფსიქოზით მსოფლიოს გადაკეთებას ცდილობენ"

ბელარუსის ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია“. „ეშმაკით შეპყრობილი მმართველის ბრძანებით, ჩვენი შვილები ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ და აბუჩად იგდებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში. ბელარუსის ავტოკეფალურ ეკლესიაში ასევე აცხადებენ, […]