კატეგორია: მსოფლიო

ბაქო ერევანს მეცამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით დაემუქრა

ბაქო ერევანს მეცამორის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით დაემუქრა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს, რომ შეტევის შემთხვევაში სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. მანამდე, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვარაუდი, რომ ერევანმა შესაძლოა, შეტევა განახორციელოს აზერბაიჯანში მდებარე მინგეჩევირის წყალსაცავზე. ბაქოში განაცხადეს, რომ ფლობენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე საშუალებებს და მოწინააღმდეგე ვერ შეძლებს რაკეტის გაშვებას მათი სტრატეგიული ობიექტის მიმართულებით. „ამავდროულად, სომხურმა […]

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მონტენეგროში- როგორია კრემლის მიერ მართული ბიზნესმენის დერიპასკას როლი ამ საქმეში

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მონტენეგროში- როგორია კრემლის მიერ მართული ბიზნესმენის დერიპასკას როლი ამ საქმეში

მსოფლიო პანდემიის ფონზე, რუსეთში ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვან ზღვარს მიაღწია. მსხვილი კომპანიები ზარალზე გადიან, რასაც ახლახან რუსული  კორპორაცია „ნორნიკელი“-ს მიერ მილიონობით დოლარის დაკარგვის ფაქტიც დაემატა. 29 მაისს, ქალაქ ნორილსკში მდებარე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმოს რეზერვუარიდან  21 ათასი ტონა დიზელი ადგილობრივ მდინარეებსა და გრუნტში ჩაიქცა. ექსპერტებმა ამ ტექნოგენურ ავარიას  ატლანტიკის ოკეანისთვის უდიდესი ზიანის მომტანი კატასტროფა უწოდეს. […]

რომის პაპი – ვფიქრობ სტამბოლზე, აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ

რომის პაპი - ვფიქრობ სტამბოლზე, აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ

რომის პაპი ფრანცისკე „ძალიან დამწუხრებულია“ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა, რომელსაც მანამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა. „მე ვფიქრობ სტამბოლზე, ვფიქრობ აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ“, – განაცხადა პაპმა კვირის ტრადიციული ქადაგებისას ვატიკანში. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

თურქეთმა აია სოფია მეჩეთად გადააკეთა

თურქეთმა აია სოფია მეჩეთად გადააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი. ერდოღანმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა და პრეზიდენტს ტაძრის სტატუსის შეცვლის უფლება მიანიჭა. თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აია-სოფიას ტაძარში შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს. მისივე თქმით, ტაძრის მეჩეთად […]

“ეს ახალი დაავადება კოვიდ 19-ზე უარესია” – უცნობი ტიპის პნევმონიისგან ყაზახეთში 1.772 ადამიანი გარდაიცვალა

"ეს ახალი დაავადება კოვიდ 19-ზე უარესია" - უცნობი ტიპის პნევმონიისგან ყაზახეთში 1.772 ადამიანი გარდაიცვალა

ყაზახეთში უცნობი ტიპის პნევმონიისგან წელს 1.772 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ყაზახეთში ჩინეთის საელჩომ გაავრცელა. „ეს დაავადება უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე „კოვიდ 19“. ყაზახეთის ჯანდაცვის დეპარტამენტი და სხვა უწყებები კვლევას ახორციელებენ, თუმცა პნევმონიის ვირუსის ბუნების დადგენას ვერ ახერხებენ,“- ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში პნევმონიის შემთხვევებმა განსაკუთრებით ივნისის შუა რიცხვებიდან მოიმატა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, […]

სეულის მერი პარკში გარდაცვლილი იპოვეს

სეულის მერი დაიკარგა

სეულის მერი პაკ ვინ სუნი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო იუწყება. პოლიციის მონაცემებით, მერის ცხედარი პუგაკსანის პარკში იპოვეს. სხვა დეტალები ამ დროისცთის არ ვრცელდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას პარკ ვონ-სუნის დაკარგვის შესახებ მისმა ქალიშვილმა შეატყობინა მას შემდეგ, რაც მერი დღეს სამსახურში არ გამოცხადდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი პარკ ვონ-სუნს იმ […]

სეულის მერი დაიკარგა

სეულის მერი დაიკარგა

სამართალდამცავები სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მერს, პარკ ვონ-სუნს, ეძებენ, რომელიც რამდენიმე საათია გაუჩინარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პოლიციას პარკ ვონ-სუნის დაკარგვის შესახებ მისმა ქალიშვილმა შეატყობინა მას შემდეგ, რაც მერი დღეს სამსახურში არ გამოცხადდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ისინი პარკ ვონ-სუნს იმ ტერიტორიაზე ეძებენ, სადაც უკანასკნელად მისი მობილური ტელეფონის სიგნალი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამძებრო […]

საფრანგეთში მგზავრებმა ავტობუსის მძღოლი მოკლეს

საფრანგეთში მგზავრებმა ავტობუსის მძღოლი მოკლეს

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები მკვლელობის მიზეზი გახდა საფრანგეთში. ხუთმა მგზავრმა ცემით მოკლა ავტობუსის მძღოლი 58 წლის ფილიპ მონგიო, რომელიც მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებდა. გამოძიების ინფორმაციით, დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში მაშინ გადაიზარდა, როდესაც მძღოლის მოწოდებას მგზავრებმა ყურადღება არ მიაქციეს და არც მგზავრობის საფასური გადაიხადეს. თავდამსხმელებმა ფილიპ მონგიოს სცემეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. უგონო მდგომარეობაში […]

რომში პატარძლების საპროტესტო აქცია გაიმართა

რომში პატარძლების საპროტესტო აქცია გაიმართა

რომში პატარძლების საპროტესტო აქცია გაიმართა. საქორწინო კაბებში გამოწყობილი ქალები კორონავირუსის პანდემიის გამო გამკაცრებულ უსაფრთხოების ზომებს აკრიტიკებენ. რომში აკრძალულია ისეთი ხალხმრავალი ღონისძიებები, როგორიცაა დიდი ქორწილები. დღევანდელი პერფორმანსის ორგანიზატორი იტალიის ქორწილების ასოციაციაა. პირველი არხი

ნიუ იორკი შეზღუდვების მოხსნის მე-3 ეტაპს იწყებს – საქართველოს საკონსულოს გაფრთხილება

ნიუ იორკში კომენდანტის საათი უქმდება

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. საკონსულოს ცნობით, 6 ივლისს ნიუ იორკი იწყებს შეზღუდვების ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. „მესამე ფაზა ნიუ იორკში მოიცავს მხოლოდ პირადი მოვლის მომსახურებების ინდუსტრიის გახსნას. „COVID-19-ით ინფიცირების შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ნიუ იორკის რესტორნებში შიდა სასადილო რჩება დროებით დაკეტილი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელება არ არის შეჩერებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები […]