იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. „ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი პირობები, იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა მოგვეხსნა. ვიმსჯელეთ და დავასკვენით, რომ ეს კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ“, – აღნიშნა აბემ. იაპონიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, თუმცა მკაცრი ზომები შენარჩუნდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოშიც. […]
კატეგორია: მსოფლიო
ვენეციის კინოფესტივალი სექტემბერში ჩატარდება
ვენეციის კინოფესტივალი როგორც დაგეგმილი იყო სექტემბერში ჩატარდება. ამის შესახებ „როიტერსი“ ვენეციის გუბერნატორზე დაყრდნობით იუწყება. როგორც გამოცემა წერს, მსოფლიოში ყველაზე ძველ კინოფესტივალს წელს, კორონავირუსის გამო, შედარებით მცირე რაოდენობის ადამიანი დაესწრება. უკვე ცნობილია, რომ ვენეციის ფესტივალის რიგით 77-ე დაჯილდოებას ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს. იპნ
უკრაინელი დეპუტატი საკუთარ ოფისში მოკლული იპოვეს
უკრაინელი დეპუტატი, ვალერი დავიდენკო საკუთარი ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, პოლიტიკოსი თავში გასროლით არის მოკლული. მისივე თქმით, იარაღი მის ცხედართან აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება თვითმკვლელობაც. ცნობისთვის, დავიდენკო უმაღლესი რადას წევრი 2014 წლიდან არის. ის საკანონმდებლო ორგანოს ეკონომიკური განვითარების კომიტეტის წევრი იყო.
მადრიდში პრემიერ სანჩესის გადადგომა მოითხოვეს
ესპანეთის დედაქალაქში, საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ფარგლებში, რომლის ძირითადი ნაწილის მანქანებით მიმდინარეობს, მომიტინგეები მთავრობის მეთაურების გადადგომას ითხოვენ. კერძოდ, ისინი მოუწოდებენ პრემიერ – მინისტრ, პედრო სანჩესსა და მის მოადგილე პაბლო იგლესიას დაკავებული თანამდებობები დატოვონ. დემონსტრანტების თქმით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო კორონავირუსის პანდემიას გამკლავებოდა. მედიის ინფორმაციით, აქციაზე ათასობით ადამიანი იმყოფება. იპნ
პრემიერი სანჩესი – “ლა ლიგა 8 ივნისს დაბრუნდება”
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების უფლება გასცა. „ესპანეთმა გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდნენ. ახლა ყველას წინაშე იხსნება ახალი ჰორიზონტები. დადგა დრო, აღვადგინოთ ყოველდღიური საქმიანობა. 8 ივნისს ლა ლიგა დაბრუნდება“, – განაცხადა სანჩესმა. ესპანეთის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ, ლიდერი „ბარსელონაა“, რომელიც 2 ქულით უსწრებს მადრიდის „რეალს“. მესამე ადგილზე „სევილიაა“, რომელიც […]
პაკისტანელი ბანკირი ლაჰორ-ყარაჩის ბორტის კატასტროფას ცოცხალი გადაურჩა
პაკისტანში ლაჰორ-ყარაჩის ბორტის კატასტროფის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 107-ვე ადამიანი დაიღუპა. ბოლო ცნობებით, 2 მგზავრი ცოცხალი გადარჩა. ისინი არიან ზაფარ მასუდი და მოხდ ზუბაირი. ორივენი სტაბილურ მდგომარეობაშო არიან. ზაფარ მასუდი პენჯაბის ბანკის პრეზიდენტია.
კონტე – “ზეიმის დრო ჯერ არ არის” – იტალიაში სოციალურ დისტანციას არ იცავენ
ლოკდაუნის შერბილების შემდეგ იტალიელები თანდათან იბრუნებენ ქცევის ჩვეულ ნორმებს. ქვეყანაში გაიხსნა ბარები, კაფეები და რესტორნები. ქალაქების ქუჩები ხალხით გაივსო. არის ხალხი, ვინც არც სოციალურ დისტანციას იცავს და არც ნიღბებს ატარებს. ისინი უმცირესობას შეადგენენ, მაგრამ მათმა ასეთმა ქცევამ შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს. “ზეიმის დრო ჯერ არ არის” – ასე გააფრთხილა მოსახლეობა ქვეყნის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ. […]
ტრამპი გუბერნატორებს – “ახლავე გახსენით ყველა სალოცავი!”
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სალოცავი ადგილები მნიშვნელოვან ადგილებად გამოაცხადა. მან შტატების გუბერნატორებს მოუწოდა, რომ სალოცავები დაუყოვნებლივ გაიხსნას. “დღეს ღვთისმსახურების სახლებს, ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს, ვაცხადებ, როგორც არსებითად მნიშვნელოვან ადგილებს, რომლებიც აუცილებელ მომსახურებას უზრუნველყოფენ. ზოგიერთი გუბერნატორი თვლის, რომ ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები და აბორტის კლინიკები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სალოცავები. ეს არ არის სწორი”, – აღნიშნა ტრამპმა. მან გუბერნატორებს […]
ბარსელონას და მადრიდს შეზღუდვების შერბილების პირველ ეტაპზე გადასვლის უფლება მისცეს
22 მაისს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ 24 საათში ქვეყანაში კოვიდ 19-ით 56 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ციფრში შედის წინა 2 დღეში კატალონიაში გარდაცვლილთა რაოდენობაც, რაც ამ დღეების სტატისტკაში ვერ მოხვდა ტექნიკური პრობლემების გამო. გასულ 24 საათში ინფიცირების 446 ახალი შემთხევეა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 28.628-ს მიაღწია. შენარჩუნდა ბოლო დღეების ტენდენცია, რაც 100-ზე ნაკლებ გარდაცვლილს […]
პაკისტანში ლაჰორ-ყარაჩის ბორტი დაჯდომისას შენობებს შეეჯახა და დაიწვა – 107 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო
პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზებს ეკუთვნის. ხომალდი ქალაქ ლაჰორიდან ყარაჩისკენ მიემართებოდა. თვითმფრინავი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, ყარაჩის საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. კატასტროფის შემდეგ, თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა. ყარაჩის მერის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. ამ დროის მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. თვითმფრინავი დასაფრენ ზოლზე დაშვებას გეგმავდა, როცა აეროპორტის […]










