ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თქმით, ვაშინგტონმა მიიღო დაზვერვის ინფორმაცია, რომ ირანი, თავის მოკავშირე დაჯგუფებებს სთხოვს, თავს არ დაესხას შეერთებული შტატების პოზიციებს. „ჩვენ ვიღებთ გარკვეულ დამაიმედებელ სადაზვერვო ინფორმაციას, რომ ირანი თავის მოკავშირე დაჯგუფებებს უგზავნის შეტყობინებას, არ იმოქმედონ ამერიკული სამიზნეების ან მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ქმედებები გაგრძელდება“,-განაცხადა პენსმა. მედიის ცნობით, რამდენიმედღიანი საომარი რიტორიკის შემდეგ, […]
კატეგორია: მსოფლიო
ტრამპი – “ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება”
ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა. „მანამ, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება. დილა მშვიდობისა. მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა […]
თეირანთან ჩამოვარდნილი ბორტის შავ ყუთს ირანი ბოინგს არ აძლევს
ირანი უარს აცხადებს „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ნაპოვნი „შავი ყუთი“ ხომალდის მწარმოებელ „ბოინგს“ გადასცეს. ამის შესახებ თეირანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში გააგზავნის ირანი „შავ ყუთს“ ექსპერტიზისთვის. ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ავიაკატასტროფას იძიებს ის ქვეყანა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა მათი ცნობით, გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინამ, სადაც რეგისტრირებულია […]
ირანმა აშშ-ს ბაზებს ერაყში რაკეტები დაუშინა
ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა“ დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ქასემ […]
თეირანთან კიევის ბორტი ჩამოვარდა – 180 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო
თეირანთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 180-მდე პირი დაიღუპა. Daily Mail-ის ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა ირანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ერაყის ბაზებზე თავდასხმის შემდეგ განიცადა, რამაც მედიაში სპეკულაციები გამოიწვია, რომ შესაძლოა, ირანმა ხომალდი შეცდომით ჩამოაგდო. ვიდეოზე, რომელიც BBC-ის ირანის კორესპონდენტმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკვე ცაში უკიდია, […]
ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ
მედიის ინფორმაციით, ავსტრალიაში ათასობით ავსტრალიურ აქლემს დახოცავენ, რადგან ისინი ძალიან ბევრ წყალს სვამენ და მათი მეტეორიზმი ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. აქლემებს პროფესიონალი მსროლელები ვერტმფრენებიდან ესვრიან. პროცესს დაახლოებით 5 დღე დასჭირდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ ისედაც გვალვით დაზარალებულ რეგიონში, აქლემები წყლის თითქმის მთელ მარაგს ცლიან. ქვეყანაში ასევე შიშობენ, რომ აქლემები გლობალურ დათბობასაც უწყობენ […]
პაშინიანი – ”სომხეთი არც ანტიირანულ და არც ანტიამერიკულ ქმედებებში არ ჩაერევა”
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი ტურისტებთან ერთად სევანის ტბის სიახლოვეს მთაზე ავიდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თოვლიან მთაზე ასვლის შემდეგ პაშინიანმა ირანს და შეერთებულ შტატებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, ორივე ქვეყანა სომხეთისთვის მეგობარია და ერევანი არც ანტიირანულ და არც ანტიამერიკულ ქმედებებში არ ჩაერევა. რუსთავი 2
ირანის პარლამენტი – “სიკვდილი ამერიკას!”
ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა. „სიკვდილი ამერიკას“- სკანდირებდნენ ირანის პარლამენტის წევრები. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ქასემ სოლეიმანის მკვლელობას აშშ-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი უწოდა და აშშ-ს ურჩია, იქამდე დატოვოს რეგიონი, სანამ რაიმე სერიოზული მოხდება. „დონალდ ტრამპ, თქვენ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეთ. ეს თქვენთვის ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“-განაცხადა მან. ამასთანავე ცნობილი გახდა, […]
ტრამპი – “თუ ირანი თავს დაგვესხმება, 52 ირანულ ობიექტს დავარტყამთ”
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, შეერთებული შტატები 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დაარტყამს. “ირანი ძალიან თამამად აცხადებს: იმის გამო, რომ მათი ტერორისტი ლიდერი სამყაროს ჩამოვაშორეთ, ისინი აშშ-ის გარკვეულ ობიექტებს უმიზნებენ. დაე, ეს ჩაითვალოს მუქარად: იმ შემთხვევაში, თუ ირანი ამერიკელებს ან ამერიკულ ობიექტებს დაესხმება თავს, ჩვენი სამიზნე 52 ირანული […]
ირანის ელჩი – “ქასემ სოლეიმანის მოკვლა ირანისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს”
გენერალ ქასემ სოლეიმანის მოკვლა იგივეა რაც ირანისთვის ომის გამოცხადება, – ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩმა მაჯიდ თახთ რავანჩიმ CNN-ს განუცხადა. მისივე თქმით, პასუხი სამხედრო ქმედებაზე -სამხედრო ქმედებაა. „სოლეიმანის მკვლელობა ნებისმიერი თვალსაზრისით არის სახელმწიფო ტერორიზმის გამოხატულება და როგორც კრიმინალური აქტი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპებისადმი“, – განაცხადა რავანჩიმ. შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაციის […]










