ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, დაშავებულია 790 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ოჯახის წევრიც. ალბანეთში დამანგრეველი, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე დღის წინ მოხდა. პირველი არხი
კატეგორია: მსოფლიო
იაპონიის ყოფილი პრემიერი იასუჰირო ნაკასონე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იასუჰირო ნაკასონე 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. იასუჰირო ნაკასონე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1982-1987 წლებში იკავებდა. ის ცნობილია ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლით და ქვეყანაში რადიკალური რეფორმების განხორციელებით. იპნ
ალბანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა
ალბანეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში უძლიერესი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით მიწისძვრას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 650 კი დაშავდა. გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. სპეციალისტებმა ნანგრევებიდან უკვე 45 ადამიანი ამოიყვანეს. პროცესში ძაღლები არიან ჩართულნი. ქვეყანაში აფტერშოკები ფიქსირდება. ბოლო ბიძგების სიმძლავრემ 5.6 შეადგინა. სტიქიამ ქალაქ დურესში შენობები დააზიანა. მიწისძვრა ალბანეთში 26 ნოემბერს მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ ტირანას მახლობლად, 10 […]
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მილი მეჯლისის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი ინიციატივით, მილი მეჯლისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორც აზერბაიჯანული გამოცემები იტყობინება, აღნიშნული გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა ვერ პასუხობს სახელმწიფო მეთაურის მიერ გატარებულ პოლიტიკას და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს ფეხს ვერ უწყობს. აღნიშნულ ინიცატივას მილი მეჯლისი ხვალ განიხილავს. სავარაუდოდ, ხვალვე, […]
ალბანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა
ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც სახლები დაენგრათ, ღამე სპორტულ მოედნებსა და სტადიონებზე გაშლილ 300-მდე კარავში გაათენეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მთელი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის […]
ალბანეთში ძლიერი, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრა მოხდა – 1 ადამიანი დაიღუპა
ალბანეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდი მიწისძვრა მოხდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დილის 4 საათზე დაფიქსირდა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, ერთი ადამიანია გარდაცვლილი. ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ის პანიკური შეტევისას შენობის ფანჯრიდან გადახტა. მედიის ინფორმაციით, მეხანძრეები და მაშველები ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი პირები გამოიყვანონ. „როიტერსთან“ ადამიანები აცხადებენ, რომ ახლობლებს ვეღარ უკავშირდებიან და დახმარებას ითხოვენ.
ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ჩინეთის სამხრეთ ნაწილში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი გუანგქსის ჟუანგის ავტონომიური რეგიონი იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დანგრეულია სახლები. ჯერჯერობით, ოფიციალური ცნობებით, მხოლოდ ერთი ადამიანის დაღუპვა დასტურდება. რამოდენიმე ადამიანის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო
ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთო. 77 წლის ბიზნესმენი დემოკრატების ერთ-ერთი კანდიდატია. ტრამპის ახალი კონკურენტი Forbes-ის სიის მიხედვით შტატების მე-8 ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის ნიუ-იორკის მერად 2002 წელს აირჩიეს და ამ პოსტს 11 წლის განმავლობაში იკავებდა. რუსთავი 2
ისრაელის პროკურატურამ პრემიერ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა
ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა. უწყება მაღალჩინოსანს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეებთან დაკავშირებით ედავება. საქმე სულ სამ საქმეს ეხება. მედიაში გავრცელებული ცნობით, ნეთანიაჰუ მდიდარი ბიზნესმენებისგან მიღებულ საჩუქრებს მხარდამჭერებს უნაწილებდა, სანაცვლოდ კი, პრესაში პოზიტიურ გამოხმაურებას ელოდა. იმედინიუსი
ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო
პარტია “ლურჯისა და თეთრის” ხელმძღვანელმა ბენი განცმა ისრაელის კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუ ვინ გახდებოდა პირველად პრემიერ-მინისტრი, გარდა ამისა, ნეთანიაჰუს სურდა, მთავრობაში მისი მოკავშირე ულტრა-მართლმადიდებლური პარტიები შესულიყვნენ და კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც მოლაპარაკებები ჩაიშალა ის იყო, რომ ბენი განცმა უარი განაცხადა იმ პრემიერ […]










