აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონის გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში „დიდი შეცდომები დაუშვა,“ – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ბოლტონის ერთ-ერთ შეცდომად ტრამპი მის მიერ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინისთვის წაყენებულ მოთხოვნას ასახელებს: დაეცვა „ლიბიის მოდელი“ და ბირთვულ იარაღზე უარი ეთქვა. „ჩვენ დიდი წარუმატებლობა განვიცადეთ, როცა ბოლტონმა „ლიბიურ მოდელზე“ […]
კატეგორია: მსოფლიო
ფრანგ მინისტრებს სიკვდილით დაემუქრნენ
საფრანგეთის ორმა მინისტრმა მუქარის წერილები მიიღეს, რომლებშიც რევოლვერის ტყვიები იყო მოთავსებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათი ინფორმაციით, მუქარის წერილები მიღეს საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრიუნო ლე მერმა და სახელმწიფო ფინანსების მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა. წერილები იმ მისამართზე გაიგზავნა, სადაც შესაბამისი სამინისტროები მდებარეობს. წერილები ხელით არის დაწერილი და სიკვდილის შესახებ მუქარებს შეიცავს. ცნობისთვის, ლე მერმა ერთხელ უკვე […]
რუსეთი – კარასინი ივანოვმა შეცვალა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში მდივანი, გრიგორი კარასინი, რომელიც პოსტს 2005 წლიდან იკავებდა. კარასინის თანამდებობა ევგენი ივანოვმა დაიკავა. ივანოვი ამ დრომდე მხოლოდ მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. კარასინმა ივლისში განაცხადა, რომ სამუშაოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოში გადავიდოდა. რუსეთის საგარეო უწყებაში გრიგორი კარასინი დსთ-ს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ ურთიერთობებს […]
ვენესუელის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა
5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ვენესუელის სანაპიროსთან, ქალაქ არიადან 21 კილომეტრის დაშორებით. ინფორმაციას ქვეყნის სეისმოლოგიური კვლევითი ცენტრი (Funvisis) ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვაში 5,9 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა, არც კარაკასიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოსკოვის დუმის არჩევნებში ოპოზიციამ ხმების 40 პროცენტამდე მიიღო
მოსკოვის დუმის არჩევნებში ოპოზიციამ ხმების 40 პროცენტამდე მიიღო. 45 ადგილიდან 26 დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღეს, თუმცა აქედან ბევრი მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ ფუნქციონერია. არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა ძალიან დაბალი იყო. არჩევნებზე ხმის უფლების მქონე ამომრჩეველთა 21,69% მივიდა. მანდატების დაახლოებით 60%-ს კვლავ „ედინაია რასია“ აკონტროლებს. ოპოზიციამ ხმების დაახლოებით 40 პროცენტი მიიღო. რაც შეეხება ალექსეი ნავალნის და დიმიტრი გუდკოვს, […]
პატიმრების გაცვლის შემდეგ პუტინმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს
პატიმრების გაცვლის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით მოხდა. ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმერ ზელენსკიმ ერთხმად აღნიშნეს, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების გამუჯობესებისათვის პატიმრების გაცვლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელება. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმების მიხედვით პოლიტპატიმრები 7 აგვისტოს გაცვალეს. […]
რუსეთის ცესკოს თავმჯდომარე ელა პანფილოვას თავს დაესხნენ
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პანფილოვას გუშინ გვიან ღამით, მოსკოვის გარეუბანში, საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. ნიღბიანმა ბოროტმოქმედმა სახლში ტერასის ფანჯრიდან შეაღწია, ელა პანფილოვას ელექტროშოკერით რამდენჯერმე დაარტყა და შემდეგ მიიმალა. სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ თავდასხმის მიზანი ძარცვა იყო. მათი ვერსიით დამნაშავე „ბრმად“ მოქმედებდა და არ იცოდა სახლის პატრონის ვინაობა. სახლიდან არაფერია დაკარგული. რუსული მედიის ინფორმაციით, დაცვა ელა […]
რობერტ კენედის მკვლელი სირჰან სირჰანი ციხეში დაჭრეს
ამერიკელი სენატორის და პრეზიდენტობის კანდიდატის რობერტ კენედის მკვლელი 75 წლის სირჰან სირჰანი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, კალიფორნიის ციხეში დანით დაჭრეს. ეს 30 აგვისტოს, სან დიეგოს ციხის ეზოში, 2:30-ზე მოხდა. სირჰანი ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. პირი, რომელმაც სირჰანი დაჭრა, იზოლატორშია მოთავსებული. რობერტ კენედი ჯონ კენედის მთავრობაში 1961 წელს აშშ-ის იუსტიციის მინისტრი გახდა. 1964 წელს, […]
აშშ-ში საფეხბურთო მატჩის დროს 10 მოზარდი დაიჭრა
აშშ-ში სროლის დროს 10 მოზარდი დაიჭრა. „სიენენის“ ინფორმაციით, სროლა ალაბამას შტატში, სკოლაში საფეხბურთო მატჩის დროს მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალაქ მობილშიმომხდარი სროლის დროს დაჭრილებიდან ხუთი მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მათი ასაკი 15-დან 18 წლამდე მერყეობს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავმა უწყებამ ორი პირი დააკავა. ჯერ უცნობია, რა მოტივით მოხდა სკოლის სტადიონზე სროლა. მსგავსი თემები









