ბალიზე მომხდარ 6-მაგნიტუდიან მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ინდონეზიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო სასტუმრო ნუსა დუას შესასვლელი, რამდენიმე ნაგებობა და სკოლის შენობები დაზიანდა. მიწისძვრა გამთენიისას ადგილობრივი დროით 08:18 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ნუსა დუადან სამხრეთ-დასავლეთით 83 კილომეტრის მოშორებით იყო. მიწისქვეშა ბიძგები კუნძულის სხვა ნაწილებზეც იგრძნობოდა. ამ ეტაპზე ზარალს ითვლიან. იმედინიუსი
კატეგორია: მსოფლიო
ზელენსკის კორტეჟის მანქანა ავარიაში მოყვა
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის კორტეჟის მანქანები ზაპოროჟიეს ოლქში ავარიაში მოყვნენ. თვით პრეზიდენტი მანქანით არ მგზავრობდა, ის დედაქალაქში თვითმფრინავით დაბრუნდა. პრეზიდენტის კორტეჟის მანქანები ცდილობდნენ ავტობუსების კოლონის გასწრებას და ამ დროს კორტეჟის მიკროავტობუსი ფოლკსვაგენ ტრანსპორტერი, რომელშიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები ისხდნენ, იმავე მიმართულებით მოძრავ ორ ავტომობილს დაეჯახა. ერთი ავტობუსი გზიდან გადავიდა. ავტობუსებში ბავშვები იმყოფებოდნენ, რომლებიც კურორტებიდან სახლებში ბრუნდებოდნენ. […]
შვედეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა – 9 ადამიანი დაიღუპა
შვედეთის ჩრდილოეთით, ერთმოტორიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 9ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ადმინისტრაცია ავრცელებს. GA8 Airvan-ის მოდელის თვითმფრინავი ვესტერბოტენის რეგიონში ქალაქ უმეოსთან ახლოს ჩამოვარდა. მის ბორტზე პარაშუტისტები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. იპნ
აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს
ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ჩამოყალიბდა იმ სანქციებზე, რომელთაც თურქეთს დაუწესებს რუსეთისგან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო. სანქციების შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ცნობით, წყაროები არ აკონკრეტებენ, რა სანქციაზეა საუბარი. ის ჯერ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა დაამტკიცოს. როგორც ცნობილია, თურქეთმა პარასკევიდან დაიწყო რუსული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს „С-400“-ის კომპონენტების […]
მანჰეტენი 5 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი
ნიუ-იორკის ცენტრში იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა. მანჰეტენზე დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული იყო. ავარია, რომლის შედეგად ჯამში 70 000-მდე ობიექტი დენის გარეშე დარჩა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები სამსახურები ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია და ენერგიის გათიშვის საფრთხე აღარ არსებობს. ელექტროენერგიის გათიშვამ ბიზნეს და კულტურული დაწესებულებების გარდა ტრანსპორტის შეფერხებაც გამოიწვია. რამდენიმე […]
ამერიკელ მულტიმილიარდერ ჯეფრი ეპსტეინს მოწმეების მოსყიდვასაც აბრალებენ
ამერიკელ მულტიმილიარდერ ჯეფრი ეპსტეინს, რომელსაც არასრულწლოვნებით სექსუალური ვაჭრობა ედება ბრალად, პროკურატურა მოწმეების მოსყიდვაშიც ადანაშაულებს. გამოძიების ცნობით, 66 წლის ეპსტეინმა გასულ წელს ორ ადამიანს, რომლებსაც მის წინააღმდეგ შეეძლოთ ჩვენების მიცემა, 350 ათასი დოლარი გადაუხადა. ფინანსისტი სასამართლოს წინაშე ხვალ უნდა წარდგეს. ბრალდების თანახმად, ეპსტეინი 2002-დან 2005 წლამდე პერიოდში 18 წლამდე გოგონებს ფულს უხდიდა, რომ მათ მანჰეტენისა და […]
ლუიზიანის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი ტროპიკული შტორმია. შტორმი სახელად „ბარი“ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მექსიკის ყურეში ფორმირდება. შტორმის შედეგად ქარის სიჩქარე რეგიონში საათში 104 კილომეტრს აღწევს და მოსალოდნელია, რომ მან ქარიშხლის დონეს მიაღწიოს. „ბარის“ გამო, ქალაქ ნიუ ორლეანში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და წყალდიდობა. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება […]
კიევში ტელეკომპანია “112 უკრაინას” შენობას ყუმბარა ესროლეს
კიევში, ტელეკომპანია “112 უკრაინას” შენობას ყუმბარა ესროლეს, – ამის შესახებ უკრაინეული მედია წერს. პოლიციამ მედია საშუალებაზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. თავდასხმა უკრაინის დროით ღამის 03:40 საათზე მოხდა. უკრაინელი ბლოგერი ანტონ ჰოდზა მიიჩნევს, რომ ეს იყო პროვოკაცია დღეს ამ ტელეკომპანიის წინ დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ. აქტივისტები ამ ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული ფილმის, კერძოდ, ოლივერ სტოუნის ფილმის „Revealing […]
აშშ ფეისბუქს 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს
ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანო „ფეისბუქს“ 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს. საქმე ეხება „Cambridge Analytica“-ის სკანდალურ საქმეს. აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ, რომელიც ამ საქმის გამოძიებას გასული წლის მარტიდან აწარმოებს, დაასკვნა, რომ ლონდონში რეგისტრირებულმა საკონსულტაციო ფირმამ „Cambridge Analytica“-მ ფეისბუქისგან კანონის დარღვევით მიიღო სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები, რომლებიც შემდეგ გამოიყენა თავისი პოლიტიკური კლიენტების ინტერესების შესაბამისად. ამ […]
ქარმა ბავშვი აიტაცა და შუშის კარს მიანარცხა – ქარიშხალს საბერძნეთში 6 ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეო
ოთხშაბათს გვიან ღამით, საბერძნეთში, ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა 6 ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. ძლერს ქარს, წვიმა და შტორმი ახლდა თან, სტიქიამ შენობებს სახურავები გადახადა, ამოატრიალა ავტომობილები და დატბორა სასტუმროები. ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ადგილზე 100-ზე მეტი მაშველი მუშაობდა. დაღუპულთა შორის არიან რუსი ტურისტი და მისი 2 წლის შვილი, რომელთაც მოგლეჯილი ხე დაეცათ, […]










