კატეგორია: მსოფლიო

სიცილიაში მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სიცილიაში მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაზიანდა. ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ კატანიიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა. როგორც იტალიური მედია იუწყება, გზატკეცილზე А18 კატანია-მესინა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობა აკრძალულია. შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტებმა ეტნას ვულკანის ახალი გაძლიერება დააფიქსირეს. სეისმოლოგებმა დაახლოებით 150 მიწისქვეშა ბიძგი […]

მაროკოში ტურისტ გოგონებს თავი მოკვეთეს

მაროკოში ტურისტ გოგონებს თავი მოკვეთეს

მაროკოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 9 პირი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ ე.წ ისლამურის სახელმწიფოს წევრები არიან და ეჭვმიტანილები არიან ნორვეგიელი და დანიელი ტურისტი გოგონების მკვლელობაში. როგორც Morocco World News იტყობინება, ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილები სხვადასხვა ქალაქებში დააკავეს. მაროკოს ხელისუფლების განცხადებით, მათგან რამდენიმე აცხადებს, რომ ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების მიმდევარია. დანიელი და ნორვეგიელი ალპინისტი გოგონების ცხედრები მაროკოში, ტუბკალის მთებში, […]

ინდონეზიაში ცუნამიმ კონცერტი წალეკა – ვიდეო

ინდონეზიაში ცუნამიმ კონცერტი წალეკა - ვიდეო

ინდონეზიაში, ზონდის სრუტის სანაპიროს დამანგრეველი ცუნამი დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 168 ადამიანი. კიდევ 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. დანგრეულია ასეულობით სახლი. დაშავებულია 745 ინდონეზიელი. ცუნამის მიზეზად ვულკან ანაკ-კრაკატაუს ამფრქვევის შედეგად წარმოქმნილ;ი წყალქვეშა მეწყერი სახელდება. სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ წალეკა გიგანტურმა ტალღამ კონცერტის დროს შემსრულებლები და მაყურებელი. ნიუპოსტი

მაიკლ კოენი – ,,ტრამპისადმი ერთგულებამ მაიძულა, მევლო სიბნელის გზით”

მაიკლ კოენი - ,,ტრამპისადმი ერთგულებამ მაიძულა, მევლო სიბნელის გზით"

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის დეკემბერი ცუდად დაიწყო, მის საწინააღმდეგოდ სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომლებმაც შეიძლება მისი პოლიტიკური კარიერა იმპიჩმენტით დაასრულოს. ტრამპის საყვარლების მოსყიდვა 5 დეკემბერს ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატ მაიკლ კოენს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კოენმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „პრეზიდენტის ბინძური საქმეების დამალვას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა“. მაიკლ კოენმა ემოციურად მოიხადა ბოდიში სასამართლოს წინაშე იმისთვის, […]

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე დუმენკო აირჩიეს

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე დუმენკო აირჩიეს

ცოტა ხნის წინ კიევში დასრულდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელი კრება. კრებაზე გამოცხადდა უკრაინული მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის შექმნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ. პრეზიდენტი საეკლესიო კრებიდან გამოვიდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბისა და მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელ ემანუილთან ერთად. ახალი ეკლესიის ხელმძღვანელად – კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად – აირჩიეს 39 წლის […]

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურის ბაზრობაზე თავდამსხმელი მოკლა. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. France Info წერს, რომ შერიფ შექათი ქალაქ მეინაუს ერთ-ერთ სასაწყობე მეურნეობას აფარებდა თავს, სადაც მას პოლიციამ ესროლა და მოკლა. ეჭვმიტანილს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირები ჰქონდა და რადიკალი ისლამისტი საპყრობილეში ყოფნისას გახდა. 29 წლის ეჭვმიტანილი ექსტრემისტების სიაში იყო. მანამდე როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, თავდამსხმელს 720 პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების […]

თურქეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა – 4 ადამიანი დაიღუპა, 43 დაშავდა – ვიდეო

თურქეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - 4 ადამიანი დაიღუპა, 43 დაშავდა - ვიდეო

თურქეთში ანკარა-კონიას მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა. სულ მცირე ორი ვაგონი გადატრიალდა და სადგურთან ესტაკადას შეეჯახა. ანკარას პროვინციის გუბერნატორის ვასიფ შაჰინის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.

ფეისბუქის კამპუსიდან კალიფორნიაში ევაკუაცია განხორციელდა

ფეისბუქის კამპუსიდან კალიფორნიაში ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიაში მდებარე ფეისბუქის კამპუსიდან ევაკუაცია დაიწყო. როგორც CNN წერს, მიზეზი შენობაში სავარაუდოდ არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობაა. ოფისში გამნაღმველები და პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ და მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში საეჭვო არაფერი უპოვიათ და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ. პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე იძიებენ, ვინ დარეკა პოლიციაში, “ფეისბუკის” შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. ნიუპოსტი

სროლა სტრასბურის ბაზრობაზე – მოკლულია 2 ადამიანი, დაჭრილია 11

სროლა სტრასბურის ბაზრობაზე - მოკლულია 2 ადამიანი, დაჭრილია 11

საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურში საშობაო ბაზრობაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 2 ადამიანი, 11 კი დაჭრილია. ფრანგული მედია იუწყება, შესაბამისი ორგანოები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ. ადგილზე სტრასბურში საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, სამართალდამცველებს იდენტიფიცირებული ჰყავთ ბოროტმოქმედი. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მისი ძებნის სპეცოპერაცია. ქალაქის ცენტრალური ნაწილი პოლიციის მიერ არის ბლოკირებული. ასევე […]

აშშ-ში ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსი მარია ბუტინა მზად არის, ბრალი აღიაროს

აშშ-ში ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსი მარია ბუტინა მზად არის, ბრალი აღიაროს

აშშ-ში ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსი მარია ბუტინა მზად არის, ბრალი აღიაროს. ამის შესახებ BBC წერს. ბუტინას დაცვის მხარემ და ვაშინგტონის ფედერალურმა პროკურატურამ მოსამართლე ტანე ჩატკენს ერთობლივი შუამდგომლობა გაუგზავნა სასამართლოს რიგგარეშე სხდომის შესახებ, რომელზეც ბუტინა მზად არის დანაშაული აღიაროს. მოსმენა დღეს გაიმართება. პროკურორების ვერსიით, 30 წლის ბუტინა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე და პოლიტიკურ ორგანიზაციებზე აგროვებდა ინფორმაციას და კავშირებს ამყარებდა […]