რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურის, ФСБ-ს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საზღვარზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსზე” დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსეთში პოტენციალურ ტერორისტების გადაბირებას ახდენდა. რომელი ქვეყნის მოაქალაქეა დაკავებული ქალი, სამართალდამცველები არ აცხადებენ. “სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსის” მგზავრების ნაკადში გამოვლენილია და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი, რომელიც შემჩნეულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. დაკავებული ეჭვმიტანიალია […]
კატეგორია: მსოფლიო
კიევის ცენტრში და რადასთან პოლიციაა მობილიზებული
კიევის ცენტრში პოლიციაა მობილიზებული. უკრაინის რადასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორიც ოდესის ყოფილი გუბერნატორის პოლიტიკური მოძრაობაა. სააკაშვილის მოძრაობის გარდა, აქციაში “სლობოდა”, “სამოპომოში” ,”სამოქალაქო პოზიცია” და რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაცია მონაწილეობს. რადა პოლიციის კორდონის ალყაშია. გამკაცრეებულია უსაფრთხოების ზომები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, გამკაცრებულია ზოგადად ქალაქში შესვლა. უკრაინის რადას წევრის, მუსტაფა ნაიემის ინფორმაციით, რადასა მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური გვრადიაა განთავსებული […]
პოროშენკო უკან იხევს
უკრაინის პრეზიდენტმა რადას საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 1 იანვრიდან უკრაინაში სადეპუტატო ხელშეუხებლობა უნდა გაუქმდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება რადას საიტზე უკვე დარეგისტრირებულია. პოროშენკო ასევე გამოდის ინიციატივით, კანონიდან ამოღებულ იქნას ნორმა, რომლის მიხედვითაც, რადას თანხმობის გარეშე დეპუტატი არ შეიძლება მიცემულ იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამის გარდა, პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უკრაინის მმართველი ძალა თანახმაა […]
სააკაშვილი პოროშენკოს – “ვიღაცაში გეშლები! პუტჩის მოწყობას არ გიპირებ!” – დღეს კიევში დიდი აქცია იგეგმება
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და პირადად პეტრო პოროშენკო გააფრთხილა, რომ დღეს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციები არ დაუშვან. „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ზორიან შკირიაკის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ დავით საყვარელიძის დაცვის წევრი იარაღის ყიდვის მცდელობისას დააკავეს და ეს უკავშირდება დღევანდელ აქციას. მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ეს […]
პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაიკეტა
უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა უკვე გადაიკეტა და ირგვლივ, მთელ პერიმეტრზე, ნაციონალური გვარდია გამაგრდა, მათ მობილიზებული აქვთ სამხედრო ტექნიკა. როგორც უკრაინელი ბლოგერები და ჟურნალისტები წერენ, მსგავსი რამ „მაიდანის” დღეებშიც არ მომხდარა. მათი თქმით, მობილიზებული სამხედროების რაოდენობა ოფიციალურ აღლუმზეც კი არ უნახავთ. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 17 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციას […]
31 წლის სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერი გახდება
ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით, ქვეყნის კონსერვატიული სახალხო პარტიის ხელმძღვანელი, 31 წლის სებასტიან კურცი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს. სახალხო პარტიამ არჩევნებში 31.5% მიიღო, სოციალ-დემოკრატებმა 27.1%, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტიამ 25.9%. ამ შედეგების მიხედვით, სებასტიან კურცი ქვეყნის მომავალი კანცლერია. კურცი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი 2013 წლიდან იყო. ევროპის ლიდერები კურცს არჩევნებში გამარჯვებას უკვე […]
სომალიში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 189-მდე გაიზარდა
სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ბომბის აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 190-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ პოლიციასა და მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება. ტერაქტი 14 ოქტომბერს მოხდა. სატვირთო, რომელშიც ბომბი იყო დამონტაჟებული, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას აფეთქდა, სადაც ქვეყნის ძირითადი სამინისტროებია განთავსებული. ექიმები დაჭრილებისა და დაშავებულების გადასარჩენად იბრძვიან. ქვეყნის პრეზიდენტმა მოჰამედ აბდულაჰი მოჰამედმა მომხდარის გამო […]
თურქეთის არმია სირიაში შევიდა
თურქეთის ჯარი და მძიმე ტექნიკა სირიის პროვინცია იდლიბში შევიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, პროვინციაში თურქეთის არმიის განთავსება დეესკალაციის ზონის კონტროლის მიზნით მოხდა. NTV-ის ცნობით, სირიის საზღვარი თურქეთის 8 ტანკმა, 50-მა ჯავშანტექნიკამ და 200-მა სამხედრო მოსამსახურემ გადაკვეთა. 9 ოქტომბერს თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა იდლიბში ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდიმირის განცხადებით, ანკარა ასტანის […]
არეულობა ბარსელონაში – კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს სკამები ესროლეს – ვიდეო
ბარსელონაში ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერთა და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა შორის დაპირისპირება მოხდა. შეტაკებისას დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს სკამები ესროლეს. დაშავებულია ერთი ადამიანი. შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერები ბარსელონას ქუჩებში მსვლელობას აწყობდნენ. შეტაკებაში შემთხვევით მოყვნენ უცხოელი ტურისტებიც. ვითარება ადგილობრივი პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ესპანური მედიის ცნობით, რამდენიმე ათასმა ადამიანმა დემონსტრაციით ესპანეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნა. მანამდე 100-მდე ულტრამემარჯვენე […]
დიმიტრი ხვოროსტოვსკი ცოცხალი აღმოჩნდა
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია ცნობილი რუსი საოპერო მომღერლის დიმიტრი ხვოროსტოვსკის გარდაცვალების შესახებ. ეს ინფორმაცია მომღერლის ახლობლებმა უარყვეს. – საოპერო მომღერალი დიმიტრი ხვოროსტოვსკი ცოცხალია და ლონდონში, საკუთარ სახლში იმყოფება, – განაცხადა მომღერლის დირექტორმა მარკ ჰილდრიუმ. გარდა ამისა, მომღერლის მეუღლემ, ფლორენკემ, ფეისბუქში დაწერა, რომ მისი ქმარი ჯანმრთელადაა და სახლში იმყოფება. განცხადება გააკეთა მომღერალმა ხიბლა გერზმავამ, რომელიც […]










