კატეგორია: მსოფლიო

იტალიაში რომის პაპთან სადილის დროს ორი პატიმარი გაიქცა

იტალიაში, ბოლონიაში სტუმრობისას რომის პაპ ფრანცისკესთან საქველმოქმედო სადილის დროს ორი პატიმარი ციხიდან გაიქცა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Resto del Carlino წერს. სადილზე ათასზე მეტი ადამიანი იყო დაპატიჟებული, მათ შორის სოციალურად შეჭირვებულები, უსახლკაროები, მიგრანტები და ადგილობრივი ციხის მსჯავრდებულები. ტრაპეზის დასრულების შემდეგ ზედამხედველებმა აღმოაჩინეს, რომ ორი ნეაპოლელი პატიმარი, რომლებიც საშიში რეციდივისტები არიან, გაიქცნენ. იმედინიუსი

მარიანო რახოი – კატალონიამ უნდა განმარტოს, გამოაცხადა თუ არა დამოუკიდებლობა

ესპანეთის მთავრობა კატალონიის ხელისუფლებას მოსთხოვს განმარტოს, გამოაცხადა თუ არა ავტონომიამ დამოუკიდებლობა, რაც შეიძლება ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედების საფუძველი გახდეს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ მარიანო რახოიმ განაცხადა. – ესპანეთის მთავრობა კატალონიის მთავრობას მოსთხოვს განმარტოს, არის თუ არა გამოცხადებული დამოუკიდებლობა, – განაცხადა მარიანო რახოიმ. მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა საჭიროა ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებისთვის. – […]

გორბაჩოვი – რუსეთს ბევრი თავისი „კატალონია“ აქვს

სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის განცხადებით, რუსეთს ბევრი თავისი „კატალონია“ აქვს. თავისი წიგნის „მე ვრჩები ოპტიმისტი“ პრეზენტაციისას მიხეილ გორბაჩოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა კატალონიაში შექმნილ სიტუაციაზე. – არ ვაპირებ ესპანური კატალონიის შესახებ საუბარს. არ ვისაუბრებ ამ თემაზე, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი ჩვენი „კატალონია“ გვაქვს, რომელთანაც კიდევ მოგვიწევს ბევრი რამის გარკვევა, – განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა. კატალონიის დამოუკიდებლობის […]

დიმიტრი ხვოროსტოვსკი გარდაიცვალა

54 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი საოპერო მომღერალი დიმიტრი ხვოროსტოვსკი. ერთი კვირის შემდეგ მას 55 წელი შეუსრულდებოდა. მომღერალი რამდენიმე წელი ებრძოდა მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას, რომელმაც თავი 2015 წლის ივნისში იჩინა. მაშინ ის იძულებული გახდა, გაეუქმებინა რამდენიმე კონცერტი. მომღერალმა მკურნალობის კურსი ჩაიტარა, რის შემდეგაც კვლავ განაახლა კონცერტები. რამდენიმე კვირის წინ, 26 სექტემბერს, ხვოროსტოვსკიმ ვერ შეძლო ემღერა […]

კარლეს პუჩდემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა

კატალონიის მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა, მისმა მოადგილემ ორიოლ ჟუნკერასმა და ასევე პარლამენტის სპიკერმა კარმე ფორკადელმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი წერს. დეკლარაციის ამოქმედება დროებით გადავადებულია. ამ დროისთვის დოკუმენტს ის დეპუტატები აწერენ ხელს, რომლებმაც მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირეს. ასეთებს კი პარლამენტში 72 ხმა, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა გააჩნიათ. ცოტა ხნით ადრე კი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, […]

კარლეს პუჩდემონი – კატალონიამ დამოუკიდებლობა უნდა გადავდოთ – მადრიდთან მოლაპარაკებაა საჭირო

კატალონიის მთავრობის მეთაურმა  კარლეს პუჩდემონმა კატალონიის პარლამენტს მოუწოდა, გადადოს კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაიწყოს დიალოგი მადრიდთან ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლის პროცედურების შესახებ. მან ხაზი გაუსვა, რომ 1 ოქტომბრის რეფერენდუმით ავტონომიამ ხალხისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების მანდატი მიიღო. სიტყვის დასაწყისში კარლეს პუჩდემონმა თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვა სურს და არ აპირებს არავის დამუქრებას და შეურაცხყოფის […]

სირიაში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპა

რუსული საბრძოლო ბომბდამშენი Су-24 სირიის ხმეიმიმის აეროდრომიდან აფრენისას ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს და დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან გადავიდა და დაიმტვრა. აეროპორტის მიმდებარე შენობები არ დანგრეულა. წინასწარი მონაცემებით, კატასტროფა საფრენი აპარატის გაუმართაობამ გამოიწვია. პირველი

ჩილეში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ჩილეში, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) იუწყება. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დასახლებულ პუნქტ პუტრედან 36 კილომეტრში, 82 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იმედინიუსი

ბრაზილიაში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

ბრაზილიის შტატ სან-პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა. შტატის სახანძრო სამსახურის ცნობით, შემთხვევის დროს სახლში ადამიანები იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან. თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. პირველი

Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა ვენის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა დაკვამლიანების გამო, ვენის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. ინციდენტის შედეგად დაშავებულები არ არიან. როგორც გამოცემა Kurier იუწყება, შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე სტამბოლი-ბრიუსელის რეისზე მოხდა. შედეგად, მფრინავებს თვითმფრინავის ვენის აეროპორტში დაშვება მოუწიათ. ამ მომენტისთვის უცნობია თუ რამ გამოიწვია დაკვამლიანება. თვითმფრინავი ვენის აეროპორტში რჩება. ინტერპრესნიუსი