კატეგორია: მსოფლიო

სქესის შეცვლის შემდეგ კაცი დაფეხმძიმდა

ფინელმა ექიმებმა ქვეყნის ისტორიაში პირველებმა დაარეგისტრირეს სქესის შეცვლის შემდეგ „კაცის დაფეხმძიმების“ შემთხვევა. კაცი დაფეხმძიმებამდე ქალი იყო, თუმცა მან სქესი შეიცვალა, ოპერაცია გაიკეთა და კაცის საბუთები აიღო. პარალელურად, კი ექიმის დანიშნულებით, ჰორმონალურ თერაპიასაც აგრძელებდა. მედიის ცნობით, რაღაც პერიოდის შემდეგ, კაცმა ჰორმონალური პრეპარატების მიღება შეწყვიტა და პარტნიორის რჩევით, გადაწყვიტა დაფეხმძიმებულიყო. მომავალი მშობლები ამბობენ, რომ ორსულობა კარგად მიმდინარეობს. მათივე […]

დონალდ ტრამპი: „ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე“

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ჩრდილოეთ კორეის დაფინანსებაში დაადანაშაულა. – დარწმუნებული ვარ, რომ ირანი ჩრდილოეთ კორეას აფინანსებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვაჭრობას აწარმოებენ ჩრდილოეთ კორეასთან, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ტელეარხ TBN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეირანის ქმედებები ძირს უთხრის ირანთან მიღწეულ შეთანხმებას და ახლო მომავალში განცხადებას გააკეთებს აშშ-ს მიერ აღნიშნული […]

აშშ-ს საწვრთნელ ბაზაზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ორი სამხედრო დაიღუპა

– აშშ-ს შტატ სამხრეთ კაროლინაში, საწვრთნელ სამხედრო ბაზა „ფორტ ჯექსონზე“ ავტომობილი სამხედროებს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაშავდა, – ამის შესახებ ბაზის მეთაურობა იუწყება. სამხედრო სატრანსპორტო საშუალება სამხედრო მოსამსახურეების მწყობრში შევარდა. ექვსი დაშავებულიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ცენტრის მეთაურის, გენერალ-მაიორ პიტ ჯონსონის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

პარიზში ეიფელის კოშკიდან თვითმკვლელობის მოსურნე კაცი მეხანძრეებმა ჩამოიყვანეს

ცოტა ხნის წინ პარიზში სამართალდამცველებმა ეიფელის კოშკიდან უვნებლად ჩამოიყვანეს უცნობი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ გადმოხტომას აპირებდა. მანამდე პოლიციამ მოულოდნელად ეიფელის კოშკიდან ვიზიტორები გაიყვანა. ამის მიზეზი უცნობი იყო, რომელიც კონსტრუქციის პირველსა და მეორე სართულს შორის იდგა. პოლიციის მონაცემებით, ახალგაზრდა კაცი მეტად აღელვებული იყო. პოლიციამ გადაკეტა კოშკისკენ მისასვლელი მთელი პერიმეტრი და ახალგაზრდასთან მოლაპარაკებას შეუდგა. პარიზის დროით 21.50 საათზე […]

ეიფელის კოშკზე თვითმკვლელის განეიტრალებას ცდილობენ – ვიდეო

პარიზში პოლიციამ მოულოდნელად ეიფელის კოშკიდან ვიზიტორები გაიყვანა. ამის მიზეზი უცნობი კაცია, რომელიც კონსტრუქციის პირველსა და მეორე სართულს შორის დგას. ის იმუქრება, რომ თავს მოიკლავს. ამის შესახებ Le Parisien წერს. კადრები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება. პოლიციის მონაცემებით, ახალგაზრდა კაცი მეტად აღელვებულია, შესაძლოა არც ფსიქოლოგიურად იყოს ჯანმრთელი. პოლიციელები მის დარწმუნებას ცდილობენ, რომ კოშკიდან ჩამოვიდეს. იმედინიუსი

საბერძნეთში 10 წლის შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამა დააკავეს

Kalitheaonline-ის ინფორმაციით, საბერძნეთში 10 წლის შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამა დააკავეს. გოგონა კომოთინიში 3 სექტემბერს გაიტაცეს. სამართალდამცავებმა გატაცებულს კალათეაში ერთ-ერთი კორპუსში მიაგნეს. ის მამას ლოგინის ქვეშ ჰყავდა დამალული. დაკავებულია 34 წლის ქართველი მამაკაცი და მისი მეგობარი ქალი, რომელსაც ის ბინა ეკუთვნის, სადაც გატაცებულ გოგონას მალავდნენ. ბინაში აივანი ფიცრებით იყო აჭედილი, რათა არასრუწლოვანი მეზობლებს არ შეენიშნათ. […]

რუსეთში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა – დაღუპულია 21 ადამიანი

რუსეთში, ვლადიმირის ოლქში სამგზავრო მატარებელი ავტობუსს შეეჯახა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ავარიას 21 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამე მოხა. გავრცელებული ცნობით, ავტობუსს ყაზახური ნომრები ჰქონდა. ის ყაზახეთიდან მომავალი ავტობუსი სარკინიგზო ლიანდაგზე ამკრძალავ ნიშანზე გადავიდა, რის შედეგადაც სანქტ-პეტებურგი-ნიჟნი ნოვგოროდის რეისის მატარებელს შეეჯახა. ავტობუსში უზბეკეთის 55 მოქალაქე და 2 ყაზახი მძღოლი იჯდა. ერთი მძღოლი დაიღუპა, მეორე საავადმყოფოშია […]

ოკლაჰომაში როდერიკ რობინსონი ლას-ვეგასის მსგავსი ტრაგედიით დაიმუქრა

სამართალდამცველებმა ოკლაჰომაში  დააკავეს პირი, რომელიც იმუქრებოდა, რომ ლას-ვეგასის მსგავსს თავდასხმას მოაწყობდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. მუქარის ტექსტი 39 წლის როდერიკ რობინსონმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა და ოკლაჰომაში ხალხის დახოცვით დაიმუქრა. პოლიციას ამის თაობაზე მოქალაქეებმა შეატყობინეს. სამართალდამცველების ცნობით, დაკავებული ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. 1 ოქტომბერს, საღამოს, ლას-ვეგასში ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზე, თავდამსხმელმა ღონისძიების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავე სასტუმროს და […]

ილჰამ ალიევი შეიძლება სერჟ სარქისიანს შეხვდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მალე გადაწყვეტს, შეხვდეს თუ არა სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს. შეხვედრაზე განსახილველი თემა ყარაბახის საკითხი იქნება. ამის თაობაზე განცხადება ალიევმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია  ავრცელებს. – მე ვფიქრობ რომ მოლაპარაკებების ფორმატი უნდა აღდგეს, – ილჰამ ალიევის სიტყვებს მისი პრესსამსახური ახმოვანებს. ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საკითხის […]

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 369-მდე გაიზარდა

მექსიკაში სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 360-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული კოორდინატორი ლუის ფილიპე პუენტე ტვიტერზე წერს. “19 სექტემბრის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა სულ 369 ადამიანია. მათჰგან მეხიკოში დაღუპულია – 228, მორელოსის შტატში – 74, პუებლოში – 45, მეხიკოს შტატში – 15, ჰერეროში – 6, ოაჰაკაში – 1“, – აცხადებს პუენტე. მეხიკოს ადმინისტრაციის […]