კატეგორია: მსოფლიო

გადამწყვეტ ტელედებატებში მერკელმა შულცი დაამარცხა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 3 სექტემბერს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და მის ოპონენტ მარტინ შულცს შორის გადამწყვეტი სატელევიზიო დებატები გაიმართა. Reuters-ის ცნობით, დებატებში ქრისტიან-დემოკრატმა მერკელმა გამოკითხულ ამომრჩევლთა 55%-ის მოწონება დაიმსახურა. კვლევა გერმანულმა ორგანიზაცია Infratest dimap-მა ჩაატარა, რომელმაც დაადგინა, რომ ამომრჩეველთა 55%-ი ხმას მერკელს აძლევს, ხოლო 35% მის ოპონენტს “სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან” მარტინ შულცს. გერმანიაში საპარლამენტო (ბუნდესტაგის) არჩევნები 24 სექტემბერს გაიმართება. […]

ტრამპი მზად არის, ფხენიანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბესთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა მზადყოფნა, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters თეთრი სახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ფხენიანის მიერ ბირთული ბომბის გამოცდის საკითხი განიხილეს. ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აშშ-ს და მოკავშირეებს დაიცავს და ამისთვის ყველა რესურსს გამოიყენებს, მათ შორის როგორც დიპლომატიურ, ასევე […]

ბელგიაში ავიაშოუს დროს ვერტმფრენიდან პილოტი გადმოვარდა

ბელგიაში გამართული ავიაშოუს დროს ვერტმფრენიდან Agusta A-109 პილოტი გადმოვარდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ლიეჟის პროვინციის მეოთხე საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენელთა პარაშუტით ხტომის შემდეგ, ორი პილოტი მარტო იმყოფებოდა ბორტზე. ვერტმფრენიდან გადმოვარდნილი პილოტის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში სპეციალური სამძებრო ვერტმფრენი და საგანგებო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. ინციდენტის დროს ვერტმფრენი მიწიდან […]

რუსი დიპლომატები აშშ-ში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ

რუსეთის გენერალური საკონსულოს ზოგიერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ფუნქციონირება დღეიდან შეწყვიტა სან–ფრანცისკოში, საიმიგრაციო ადვოკატს მიმართა აშშ–ში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად. სან–ფრანცისკოში მოქმედი იურიდიული კომპანია American Corporate Services–ის პრეზიდენტმა გრიგორი ფილკენსოლვმა ForumDaily–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე რამდენიმე შეტყობინება მიიღო რუსეთის გენსაკონსულოს დიპლომატებისგან, რომლებშიც ისინი აშშ–ში პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებაში დახმარებას ითხოვდნენ. – სინამდვილეში, ამის გაკეთება შესაძლებელია […]

ჩრდილოეთ კორეაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ჩრდილოეთ კორეაში. აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით, მიწისძვრა შესაძლოა ატომური აფეთქების მორიგ ცდას გამოეწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიწისძვრის ბიძგები ადგილობრივი დროით 11:30 წუთზე დაფიქსირდა. მისი არეალი ჩრდილოეთით 41,35 გრადუსი, ხოლო 129,11 გრადისი აღმოსავლეთით გავრცელდა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის სიღრმე 0 მეტრი იყო. მიწისძვრა ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ მოხდა, რაც სახელმწიფო მედიამ ქვეყნის ლიდერის ფოტო […]

აშშ-ში რუსეთის საკონსულოში ჩხრეკაა

ვაშინგტონში არსებულ რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის საკონსულოში ჩხრეკაა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა РИА ავრცელებს. რუსეთის საელჩოს წარმომადგნელის ნიკოლაი ლახონინის თქმით, ჩხრეკას ესწრებიან დიპლომატებიც. “ჩვენი მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ჩხრეკის პროცესზე დიპლომატებიც დაუშვეს”, – განაცხადა მან. თავის მხრივ საკონსულოში მიიჩნევენ, რომ ჩხრეკა რეიდს უფრო ჰგავდა. 1 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის სამი დიპლომატიური ობიექტის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. […]

პოროშენკო – სააკაშვილს უკრაინის შსს-მ უნდა მიხედოს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება იქნება, როგორც ნებისმიერი პირისადმი, რომელმაც არასარწმუნო მონაცემები წარმოადგინა. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება. უკრაინის პირველი პირის აღნიშნული განცხადება ოდესის ყოფილი გუბერნატორის გუშინ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბრისთვის გეგმავს. – სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხით უნდა დაკავდეს შსს, სამიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები, […]

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, მუგლას პროვინციაში მაგნიტუდით 4,8 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 19:48 საათზე დაფიქსირდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პირველი

ლონდონელ ტერორისტს სამიზნის მისამართი შეეშალა

Uber–ის ტაქსის მძღოლი, რომელიც ბუკინგემის სასახლესთან პოლიციელებზე თავდასხმაშია ბრალდებული, გაირკვა, რომ უინძორების სასახლეზე თავდასხმასაც გეგმავდა, თუმცა მანქანის ნავიგატორის შეცდომის გამო სასახლის ნაცვლად კლუბში აღმოჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Guardian-ი წერს. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, 26 წლის ტერორისტი სახლიდან იმ განზრახვით გამოვიდა, რომ უინძორების სასახლეში მისულიყო, თუმცა ნავიგატორს შეეშალა და სასახლის ნაცვლად, ტერორისტი იგივე დასახელების კლუბთან მივიდა. ჩოდარმა […]

ინდონეზიის სანაპიროსთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარიამანიდან 72 კილომეტრში მდებარეობდა. დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. სეისმოლოგები ყოველწლიურად 6-7 ათას მიწისძვრას აფიქსირებენ.