კატეგორია: მსოფლიო

რუსმა მომღერალმა ალექსანდრ ერმაკმა აფხაზი მეგობარი მამაკაცი მოკლა, რომელმაც მას სექსი შესთავაზა

მოსკოვში რუსი მომღერალი და პროდიუსერი ალექსანდრ ერმაკი აფხაზი მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მკვლელობა 23 აგვისტოს აფხაზი იურისტის ბინაში მოხდა, რომელიც მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, ხოროშევსკის შოსეზე,  მდებარეობს. ამის შესახებ დაწერა ”მოსკოვსკი კომსომოლეცმა”. გამოცემის ინფორმაციით, 35 წლის მომღერალმა 45 წლის აფხაზი მამაკაცი მას შემდეგ მოკლა, რაც იურისტმა ტანზე გაიხადა და მასთან ინტიმური კავშირის დამყარება სცადა. ამის შემდეგ […]

ჰიუსტონში ქიმიური ქარხანა აფეთქდა

ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ქიმიური ქარხნიდან აფეთქებების ხმა გაისმა. BBC-ის ცნობით, თვითმხილველებმა დაინახეს შავი კვამლი, რომელიც ქარხანა Arkema-დან ამოდიოდა. ძლიერი წვიმის გამო, კომპანია Arkema-ს ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. სპეციალისტების თქმით, აფეთქების საშიშროებას ვერანაირი გზით ვერ შეაჩერებდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარხანასთან ახლოს მცხოვრებთა ევაკუაცია უკვე განახორციელა. ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი სტიქია 26 […]

იემენში ავიადარტყმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

საუდის არაბეთის საჰაერო ძალებმა იემენის დედაქალაქთან ახლოს საკონტროლო-გამშვებ პუნტქზე იერიში მიიტანეს. შედეგად სილ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ავიადარტყმა ბანი-მატარის რაიონში მოხდა, რომელიც სანაას საპორტო ქალაქ ჰოდეიდასთან აკავშირებს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხდებით, დაღუპულთა შორის 8 მშვიდობიანი მოქალაქეა. იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ერთმანეთს ჰუსიტი მეამბოხეები, ექსპრეზიდენტის მომხრეები და სახელისუფლებო ძალები […]

ხაბაროვსკში “ლურჯი ვეშაპის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გოგო დააკავეს

რუსეთის შსს-მ ხაბაროვსკის ოლქში სოციალურ ქსელებში გავრცელებული “სიკვდილის ჯგუფის“, იგივე “ლურჯი ვეშაპის“ ორგანიზატორი დააკავეს. ამის შესახებ უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, ირინა ვოლკი აცხადებს. მისი თქმით, პოლიციამ  ამ დახურული ჯგუფის ადმინისტრატორი დაიჭირა, რომელიც მოზარდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა. სამართალდამცველებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ადმინისტრატორი გოგო იყო, რომელიც კამჩატკის ოლქში ცხოვრობდა. ის ჯგუფის ათობი წევრს კონკრეტულ დავალებას აძლევდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის […]

უკრაინიდან რუსი ჟურნალისტი ანა კურბატოვა გააძევეს

რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა უკრაინიდან გააძევეს და ქვეყანაში სამი წლით შესვლა აუკრძალეს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ალიონა გიტლიანსკაიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. „რუსი პროპაგანდისტი ანა კურბატოვა, რომელთან მიმართებაშიც მიღებულია გადაწყვეტილება იძულებით გააძევონ უკრაინიდან, გადაკვეთა უკრაინა-რუსეთის საზღვარი. მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამი წლით შემოსვლა ეკრძალება. გადაწყვეტილება მიღებულია კურბატოვას საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც ზიანს […]

კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა გაიტაცეს

კიევში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა გაიტაცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეარხი „როსია 24“ ავრცელებს. – დღეს კიევში გაიტაცეს ჩვენი კოლეგა, პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა, რომელიც დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს, – ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში. სხვა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის. ინტერპრენიუსი

ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

აშშ-ში, წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება მაროდიორობის თავიდან ასარიდებლად მიიღეს. წყალდიდობის გამო ჰიუსტონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. მიტოვებულ სახლებში კი ქურდობის საფრთხე არსებობს. ქარიშხალი „ჰარვის” შედეგად გამოწვეულ სტიქიას მარტო ჰიუსტონში დაღუპულია 15 ადამიანი. სულ ტეხასის შტატში სტიქიას 30 ადამიანი ემსხვერპლა. ჰიუსტონშივე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ქალაქში […]

მევიოლინე დიმიტრი კოგანი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსი მევიოლინე დიმიტრი კოგანი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო ტასს-ს მევიოლინის ასისტენტმა ჟანა პროკოფიევამ აცნობა. – დიახ, ეს სიმართლეა, – უპასუხა მან სააგენტოს შეკითხვას მევიოლინის გარდაცვალების შესახებ. დიმიტრი კოგანის სიკვდილის მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. დიმიტრი კოგანი 1978 წელს მოსკოვში ცნობილი მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. მისი პაპა, ლეონიდ კოგანი, ცნობილი მევიოლინე იყო, ბებია – მევიოლინე […]

ჰიუსტონში კაშხლიდან წყალი იღვრება

ტეხასის შტატის ოფიციალური წარმომადგენელის ინფორმაციით, ქალაქ ჰიუსტონთან არსებული მსხვილი კაშხლიდან, წყალმა გადმოღვრა დაიწყო, რადგან ქარიშხალი “ჰარვისა” და მისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო, რეზერვუარი ზედმეტი წყლით გაივსო. ინფორმაციას ავრცელებს BBC. ბოლო ინფორმაციით, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.  ტეხასს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი 26 აგვისტოს დაატყდა თავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. […]

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა იაპონიის ზღვის მიმართულებით გაუშვა. ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი სამხრეთკორეული შტაბების გაერთიანების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულია, რომ გაურკვეველი ტიპის რაკეტამ იაპონიის ტერიტორიას გადაუფრინა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო და იაპონიის მთავრობაც ადასტურებს. სააგენტო Reuters-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოფიციალურმა ტოკიომ იაპონიის ჩრდილოეთ რაიონების მცხოვრებლები შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილა და მოქალაქეებს უბრძანა თავდაცვით ზომებს მიმართოს. 26 აგვისტოს, ფხენიანმა ერთდროულად […]