კატეგორია: მსოფლიო

ერთი გარდაცვლილი და რვა დაშავებული – ლონდონში მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

ლონდონში მომხდარ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, რვა ადამიანი კი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, დღეს დილით ოფიციალურად დადასტურდა. ფინსბერი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 00:20-ზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა მომხდარი გამიზნულად მიმართული აქტი. ამ ეტაპზე სამართალდამცველები მომხდარს „სერიოზულ ინციდენტად“ აფასებენ. მომხდარს „საშინელი […]

აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, გეიჩაის რაიონში, ადგილობრივი დროით 17:41 საათზე, მაგნიტუდით 4,3 მიწისძვრა მოხდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბოლოს, აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 74 კილომეტრში 6 ივნისს მოხდა მიწისძვრა. მაშინ მიწისძვრის მაგნიტუდამ 4.5 შეადგინა. pia.ge

თურქეთის პოლიციამ „აზია ბანკის“ 42 თანამშრომელი დააკავა

თურქეთის პოლიციამ დღეს „აზია ბანკის“ საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან არის კავშირში, 42 პირი დააკავა. 78 პირის დაკავების ორდერი სტამბოლის პროკურატურამ გასცა. ბანკის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს ბრალად ედებათ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. ოპერაცია თურქეთის შვიდ პროვინციაში ჩატარდა. პოლიცია ჯერ კიდევ აგრძელებს ოპერაციას დანარჩენი 36 პირის დასაკავებლად. „ბანკ აზიას“ ლიცენზია 2016 წლის 22 ივლისს […]

სერბეთს ლესბოსელი პრემიერი ეყოლება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, მინისტრთა კაბინეტის ფორმირება ანა ბრნაბიჩს დაავალა. პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ, ბრნაბიჩი გახდება პირველი ქალი, რომელიც სერბეთის პრემიერმინისტრი გახდა. ინფორმაციას ავრცელებს The Guardian-ი. ბრნაბიჩი სერბეთის არამხოლოდ პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება, არამედ პირველი არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელი პრემიერიც. – თუ პარლამენტი დამამტკიცებს, გპირდებით რომ ქვეყანას სრული პასუხისმგებლობით გავუძღვები. ჩემი საყვარელი ქვეყნისთვის, თავდაუზოგავად […]

ჩინეთში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა. აფეთქება საბავშვო ბაღთან ახლოს მოხდა, მაშინ როდესაც მშობლები შვილების გამოყვანას აპირებდნენ ბაღიდან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან, თუმცა ოფიციალურად ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. ასევე უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი და იყო თუ არა ეს შემთხვევა ტერაქტი. უახლოეს დღეებში […]

ბრიტანელი მეცნიერი და მულტიმილიონერი ძროხებმა მოკლეს

ბრიტანელი მეცნიერი და ბიზნესმენი, ბრაიან ბელჰაუსი ძროხების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ Independent იტყობინება. ინციდენტი ორშაბათს მოხდა, როცა 80 წლის ბელჰაუსი ქალაქ ვინჩელსის სიახლოვეს სეირნობდა. ის ამ ქალაქში ცხოვრობდა. სოფელ ჰესტლინგში მდებარე XI საუკუნის ეკლესიასთან მას ძროხების ჯოგი დაეჯახა. გამვლელებმა მოხუცის ყვირილი გაიგეს. გამოიძახეს სასწრაფო და პოლიცია. ექიმები ინციდენტის ადგილზე ვერტმფრენით ჩავიდნენ, მაგრამ პროფესორის გადარჩენა ვერ შეძლეს. […]

ირლანდიას გეი პრემიერი ჰყავს

ირლანდიას, პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში პირველად, ყველაზე ახალგაზრდა და გეი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პარლამენტმა დღეს 38 წლის ლეო ვარადკარის კანდიდატურას უყარა კენჭი და პრემიერმინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას BBCავრცელებს. – ამირჩიეს, რომ ვმართო. მაგრამ გპირდებით, რომ გემსახურებით! – განაცხადა ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა. მის კანდიდატურას პარლამენტში მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, 50-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა. ირლანდიის წინა […]

ვირჯინიის შტატში კონგრესმენი სტივ სკელიზი დაჭრეს

ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში სროლა იყო, რის შემდეგაც ამერიკელი კონგრესმენი სტივ სკელიზი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სკელიზის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. კონგრესმენის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამჟამად ის საავადმყოფოშია, სადაც მას აუცილებელი პროცესები უტარდება. სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც სკელიზი სხვა კონგრესმენებთან ერთად გოლფს თამაშობდა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს და სავარაუდოდ […]

მექსიკის სანაპიროსთან ახლოს 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მექსიკის დასავლეთ სანაპიროსთან 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ზღვის დონიდან 98 კილომეტრზე მდებარეობდა. აშშ-ს “წყნარი ოკენისა მიწისძვრებისა და ცუნამის გამაფრთხილებელი სააგენტოს” ცნობით ცუნამის საშიშროება არ არსებობს. ჯერჯერობით მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ნიუპოსტი

ლონდონში 24 სართულიანი სახლი იწვის – დაშავებულია 30 ადამიანი

ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 50-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს. 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ყველა სართულზეა მოდებული. პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, არსებობს შენობის ჩამოშლის საფრთხე.