გერმანიის პოლიციის განცხადებით, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში არსებული Badisches Landesmuseum-ის მუზეუმიდან 1,2 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს დიადემა მოიპარეს, რომელსაც 367 ბრილიანტი ჰქონდა. ბადენ-ვიურტემბერგის კრიმინალური პოლიციის განცხადებით, ექსპონატი მუზეუმის სატახტო დარბაზიდან , 29 აპრილს მოიპარეს. თანამშრომლებმა დანაკარგი მაშინვე ვერ აღმოაჩინეს, რადგან სიგნალიზაცია არ ჩართულა და დარბაზის ვიტრინა არ დამსხვრეულა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დიადემა ბადენის ჰერცოგინია ჰილდა ლუქსემბურგელს ეკუთვნოდა, […]
კატეგორია: მსოფლიო
პენტაგონი – ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთი ლიდერი აბდულ ჰასიდი ლიკვიდირებულია
პენტაგონი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის, აბდულ ჰასიდის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ისლამისტის გასაუვნებელყოფად ოპერაცია ავღანეთისა და შეიარაღებული ძალების სპეცრაზმებმა ერთობლივად აპრილის მიწურულს განახორციელეს. თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. აბდულ ჰასიდს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ქაბულის სამხედრო ჰოსპიტალიზე, 8 მარტს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაზე, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პენტაგონის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ორი […]
ემანუელ მაკრონი – საფრანგეთისთვის ახალი გვერდი გადაიშალა
საფრანგეთისთვის ახალი გვერდი გადაიშალა, – განაცხადა საფრანგეთის არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ემანუელ მაკრონის თქმით, მას სურს, რომ იმედი და ნდობა, რომელიც მიიღო, გაამართლოს. – ახალი გვერდი გადაიშალა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მინდა, რომ ეს იმედისა და ნდობის გვერდი იყოს, – დასძინა მან. მაკრონმა ხმების 60, ხოლო ლე პენმა 39 პროცენტი მიიღო.
საფრანგეთის ზღვისიქითა რეგიონებში ემანუილ მაკრონი იმარჯვებს
ეგზიტპოლების თანახმად, რომელიც ბელგიურმა მედიამ ჩაატარა, საფრანგეთის ზღვისიქითა რეგიონებში ემანუილ მაკრონი იმარჯვებს. სენ-პიერსა და მიკელონში, საფრანგეთის გვიანაში, გვადელუპეში, მარტინიკაში, საფრანგეთის პოლინეზიაში, სან-ბარტელსა და სენ მარტენში, საათობრივი განსხვავების გამო, საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გუშინ გაიხსნა.
მაკრონი თუ ლე პენი – ხვალ საფრანგეთი პრეზიდენტს აირჩევს
ხვალ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. საფრანგეთის რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნებში 11 დარეგისტრირებული კანდიდატი მონაწილეობდა. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი […]
ვენესუელაში აქტივისტებს ცეცხლმოკიდებული ტანკით გადაუარეს – დაღუპულია 35 ადამიანი
ვენესუელაში საპროტესტო აქცია დემონსტრატებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა, რასაც 40-მდე ადამიანი ესმხვერპლა. სამართალდამცველებმა აქტივისტებს ცეცხლმოკიდებული ტანკით გადაუარეს. დაშავებულია ათობით ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 35-ს მიაღწია. გარდაცვლილთა შორის არიან როგორც დემონსტრანტები, ასევე სამართალდამცავები. ვენესულეაში ანტისამთავრობო აქციები აპრილის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ოპოზიცია პრეზიდენტ ნიკოლა მადუროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც ახალი პარლამენტის მოწვევით არსებული ეროვნული ასამბლეის ჩანაცვლებასა და ქვეყნის […]
რა დაავადებას იწვევს ჰელიკობაქტერია
ჰელიკობაქტერიის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიუახლოვდა. პილორული ჰელიკობაქტერიის გავრცელება საქართველოში პირველად ქალბატონი მიმოზას მიერ იქნა შესწავლილი. რა არის პილორული ჰელიკობაქტერია, როგორია მისი სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები, ამ თემებზე სამედიცინო ცენტრის “ლანცეტი” გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი მიმოზა კანკია საუბრობს. მიმოზა კანკია: – ჰელიკობაქტერიის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში […]
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სამიტზე მთვრალი მივიდა
ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი ჟენევაში, სამიტზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. იუნკერი ხალხსა და ავეჯს ეჯახებოდა და კოლეგებს ზედმეტად ფამილარულად ექცეოდა. სამიტი კვიპროსის პრობლემის მოგვარებას ეხებოდა. იუნკერი სამიტზე ნასვამი ადრეც მისულა. ორი წლის წინ მედია მოიცვა გავრცელებულმა ვიდეომ, რომელზეც “ზედმეტად კარგ განწყობაზე” მყოფი იუნკერი პრეზიდენტებს, პოლიტიკოსებს ხან მოფერებით სილას აწნავს, ხანაც ჰალსტუხს სთავაზობს. ნიუპოსტი
რუსეთში ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონის მიერთებისკენ მოუწოდებენ
რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მიუხედავად, დღის წესრიგში აქამდე არ დამდგარა საქართველოს ამ კუთხის რუსეთთან შეერთების საკითხი. ამაზე არ ყოფილა მოსკოვის თანხმობა, თორემ ოკუპირებულ რეგიონში ამის სურვილი ბევრჯერ გაისმა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთს ცხინვალის რეგიონის შეყვანა თავის შემადგენლობაში არ სჭირდება. მისი სტრატეგიული მიზანია, ნატოს გააქტიურებას აქტიურობით უპასუხოს და მიაღწიოს სატრანზიტო შეთანხმებას […]
ნიცის სანაპიროსთან ბომბი აღმოაჩინეს
ნიცის სანაპიროდან, სულ რაღაც 50 მეტრში, ზღვაში 250 კგ. მასის ბომბი აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი მოწყობილობა მყვინთავმა აღმოაჩინა, რომელიც ნიცის სანაპიროსთან, ზღვის ფსკერზე არქეოლოგიურ გამოკვლევებს აწარმოებდა და მოულოდნელად 12 მეტრის სიღრმზე ბომბს წააწყდა. ბომბის წარმომავლობა უცნობია, თუმცა განიხილება ვერსიაც, რომ იგი შესაძლოა ზღვაში მეორე მსოფლიო ომის დროიდან ინახება. ხელისუფლებამ ახლომდებარე ტერიტორიაზე ევუაკუაცია გამოცხადდა. გამნაღველებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, […]










