პარიზის ცენტრში პოლიციელის მოკვლის გამო პასუხისმგებლობა იკისრა ისლამურმა სახელმწიფომ. თავდამსხმელმა ესროლა პოლიციელს და მიმალვას ცდილობდა. მას სამართალდამცავები დაედევნნენ. ამის შედეგად დაიჭრა ორი პოლიციელი და დაშავდა გამვლელი. ტერორისტი განადგურებულია. მის თანამზრახველს ეძებენ. ლიკვიდირებული ტერორისტი ცნობილი იყო უშიშროების სამსახურებისათვის. იგი არ მალავდა, რომ პოლიციელების დახოცვას გეგმავდა. მორიგმა ტერაქტმა პარიზის ცენტრში იმოქმედა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაზე _ პრეზიდენტობის კანდიდატებმა […]
კატეგორია: მსოფლიო
მე-3 მსოფლიო ომი 2017 წლის 13 მაისს დაიწყება! – პორტუგალიელი ექსტრასენსის წინასწარმეტყველება
პორტუგალიელმა ექსტრასენსმა ჰორაციო ვილიეგასმა, რომელმაც ადრე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება იწინასწარმეტყველა, მე-3 მსოფლიო ომის დაწყების თარიღი დაასახელა. ვილიეგასის განცხადებით, დამანგრეველი ბირთვული ომი აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის და ჩრ.კორეის მონაწილეობით, 2017 წლის 13 მაისს დაიწყება, ზუსტად 100 წლის შემდეგ პორტუგალიაში ქალწულ მარიამის გამოცხადებიდან, და რამდენიმე თვეს გაგრძელდება. მისტიკოსმა ასევე იწინასწარმეტყველა ბაშარ ასადის მკვლელობა, რაც ომის დაწყების მიზეზი გახდება. […]
ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 140 ჯარისკაცი ემსხვერპლა
ავღანეთშის ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ და 140 ჯარისკაცი მოკლეს. არიან დაშავებულებიც. მებრძოლებს სამხედრო ფორმა ეცვათ. თავდასხმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ერთ-ერთ მეჩეთთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. ექვსმა თავდამსხმელმა სამხედრო ბაზაზე შეღწევა ორი სამხედრო მანქანით შეძლო. მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ. მომხდარზე „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა […]
მიმდინარე წელს ისრაელში შესვლაზე საქართველოს 861 მოქალაქეს ეთქვა უარი
– მიმდინარე წელს ისრაელში შესვლაზე საქართველოს 861 მოქალაქეს ეთქვა უარი მიმდინარე წელს ისრაელის სახელმწიფოში შესვლაზე საქართველოს 861 მოქალაქეს ეთქვა უარი, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსის” მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, 2016 წელს ისრაელში საქართველოს 2042 მოქალაქე არ შეუშვეს. საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმი 2013 წლიდან გაუქმდა. შესაბამისად, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური […]
ხაბაროსვსკში რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში უცნობი პირი შეიჭრა და სროლა ატეხა
ხაბაროვსკში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და სროლა ატეხა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი კი დაიჭრა. თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს და ის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდამსხმელი 18 წლის იყო და ის ადგილობრივი ნეო-ნაცისტების ჯგუფის წევრად ითვლებოდა. დღეს დილით, ხაბაროვსკში თავდამსხმა მოხდა ტირზე, სადაც ტირის მფლობელი მოკლეს და დიდი ოდენობის […]
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ავტორიტარიზმი ყალიბდება
„ვაშინგტონ პოსტის“ შეფასებით, თურქეთში მომხდარი ცვლილებები და დემოკრატიული კურსიდან გადახვევა უარყოფით გავლენას მოახდენს მის მეზობელ ქვეყნებზე. გაზეთი აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტს იმის გამო, რომ მან თურქეთის პრეზიდენტს მიულოცა პარლამენტის ლიკვიდაცია და ხელისუფლების კონსოლიდაცია ოპოზიციის წინააღმდეგ. გამოცემის მონაცემებით, მსოფლიოში თავისუფლების ხარისხი სულ უფრო იკლებს. ბოლო წლებში ჩავარდა „არაბული გაზაფხული“, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანაში კი დამყარდა […]
პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო
ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო პარიზში მომხდარ ტერაქტზე, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აღნიშნული განცხადება თავისი პროპაგანდისტური ორგანოს, „ამაყის“ მეშვეობით გააკეთა. – პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მებრძოლი, – ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში. აღნიშნულის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება. პარიზში, შანზ-ელიზეზე წუხელ ადგილი […]
ტერაქტი პარიზში
პარიზის ცენტრი ამ დროისთვის ისევ სამართალდამცავთა ალყის ქვეშ რჩება. პარიზის მეტროს რამდენიმე სადგური ცენტრში დაკეტილია. ქალაქის ცენტრში ელისეს მინდვრებთან სროლის შედეგად ერთი პოლიციელი ადგილზე დაიღუპა. მეორე კი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოშია მოთავსებული. პოლიციამ ორი თავდამსმელიდან ერთის ლიკვიდაცია ადგილზე მოახდინა. მეორეზე კი საფრანგეთის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა. ერთი-ერთი თავდამსხმელი, რომელიც ძებნაშია, პარიზში ბრიუსელიდან მატარებლით ჩამოვიდა. მეორე თავდამხმელის […]
სანქტ-პეტერბურგის ტერაქტის დამკვეთის ვინაობა ცნობილია
სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის დამკვეთის ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ განცხადება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა გააკეთა. ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით საქმეში შესაძლოა გამოიკვეთოს ახალი გარემოებები და საზოგადოება ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებული იქნება. ცნობილი გახდა ისიც, რომ ამ საქმეზე სულ დაკავებული 8 პირია. ერთ-ერთი მათგანი აბრორ […]
ალენ დელონმა მხარი ფრანსუა ფიიონს დაუჭირა
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე სამი დღით ადრე ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდამ ალენ დელონმა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს ფრანსუა ფიიონს მხარდაჭერა გამოუცხადა. – მე უკვე გავიარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, ყოველთვის მქონდა ჩემი სამშობლოს რწმენა, რომელმაც დღეს თავისი ბედი უნდა გადაწყვიტოს. მე ყოველთვის საჯაროდ ვაცხადებდი ჩემს აღფრთოვანებას გენერალ დე გოლით. ეს უმნიშვნელოვანესი მიზეზია იმისა თუ რატომ გადავწყვიტე […]










